რეზონანსი
19.02.2026

პირდაპირ აანონსებენ კონკრეტული ევროპელი ბიუროკრატები, რომ ისინი გეგმავენ, მოიძიონ არსებული კანონმდებლობის გვერდის ავლის მექანიზმები და ირიბი გზებით დააფინანსონ პოლიტიკური აქტივობები საქართველოში, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

მთავრობის მეთაურის თქმით, ამას უპირისპირდება ის კანონპროექტების პაკეტი, რომელსაც იღებს საქართველოს პარლამენტი.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა და ამ მიმართულებით მუშაობა უნდა გაგრძელდეს.

რაც შეეხება კონსტიტუციური სისტემის არაღიარებას, ესეც არის დაკავშირებული პირდაპირ ჩვენს ეროვნულ ინტერესებთან, კონსტიტუციის დაცვის ინტერესთან. არის 5 სახელმწიფო, რომელიც არ აღიარებს საქართველოს ტერიტორიების 20%-ზე ჩვენი ხელისუფლების იურისდიქციას და ქვეყნის შიგნით არიან ძალები, ესენიც არიან თან გარედან წაქეზებული და გარედან კოორდინირებული ძალები, რომლებიც არა 20%-ზე, არამედ ქვეყნის ტერიტორიის 100%-ზე არ აღიარებენ საქართველოს ხელისუფლების იურისდიქციას. რა თქმა უნდა, ეს არის ეროვნული გამოწვევა, რასაც უნდა დაუპირისპირდეს კანონმდებლობა და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტი გეგმავს შესაბამისი კანონის მიღებას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×