რეზონანსი
19.02.2026

აშშ-ის ხელისუფლება უკანასკნელი რამდენიმე თვეა ცდილობს დაბლოკოს უკრაინის მონაწილეობა ნატოს სამიტში, რომელიც მიმდინარე წლის ივლისში თურქეთის დედაქალაქ ანკარაში უნდა გაიმართოს. ინფორმაციას Politico ავრცელებს.

უკრაინის გარდა ამერიკული ადმინისტრაცია ითხოვს, რომ ნატოს სამიტში მონაწილეობა არ მიიღონ ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონის მოკავშირეებმაც.

„უკანასკნელ თვეებში აშშ აგრეთვე ლობირებდა კოსოვოში ნატოს სამშვიდობო ოპერაციის დასრულებასა და უკრაინისა და ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონის მოკავშირეების არდაშვებას ივლისში გასამართ ალიანსის სამიტზე“, - აღნიშნულია სტატიაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×