რეზონანსი
19.02.2026

მას წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მო­იხ­სე­ნი­ებ­დნენ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის "პერ­სო­ნა­ლურ ფი­ნან­სის­ტად", მას­თან და მის ოჯახ­თან და­ახ­ლო­ე­ბულ ადა­მი­ა­ნად. ამ­ბობ­დნენ, რომ ის ივა­ნიშ­ვილს ლა­მის "შვი­ლი­ვით უყ­ვარ­და". პრე­მი­ე­რის ყო­ვე­ლი შეც­ვლი­სას ჩნდე­ბო­და ვა­რა­უ­დე­ბი, რომ მთავ­რო­ბის ახა­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლი სწო­რედ ის იქ­ნე­ბო­და, თუმ­ცა... ყვე­ლა­ფე­რი თავ­და­ყი­რა მას მერე დად­გა, რაც გა­ირ­კვა, რომ მას ივა­ნიშ­ვი­ლი დიდი ოდე­ნო­ბის კრიპ­ტო­ვა­ლუ­ტის ქურ­დო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებ­და...

ა.წ. 18 თე­ბერ­ვალს, სწო­რედ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის და­ბა­დე­ბის დღეს, ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ "თა­ნა­ინ­ვეს­ტი­რე­ბის ფონ­დის“ ყო­ფილ ხელ­მძღვა­ნელ გი­ორ­გი ბა­ჩი­აშ­ვილს, რო­მელ­საც 11- წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა ჰქონ­და მის­ჯი­ლი, საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბა გა­უ­ფორმ­და, რის მე­რეც გლ­და­ნის სა­პა­ტიმ­რო და­ტო­ვა. ბა­ჩი­აშ­ვილ­მა ცი­ხე­ში თით­ქმის 9 თვე გა­ა­ტა­რა. ის დამ­ნა­შა­ვედ იყო ცნო­ბი­ლი რო­გორც დიდი ოდე­ნო­ბით თან­ხის მით­ვი­სე­ბა­ში, ისე უკა­ნო­ნო შე­მო­სავ­ლის ლე­გა­ლი­ზა­ცი­ა­ში და სა­ზღვრის უკა­ნო­ნო კვე­თა­ში.

პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბა­ჩი­აშ­ვილ­მა 2015 წლის ზა­ფხულ­ში, მის მიერ პი­რა­დად მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი და ინ­ვეს­ტო­რის მიერ გა­და­ცე­მუ­ლი თან­ხე­ბით მა­ი­ნინ­გში ინ­ვეს­ტი­ცია გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა და 24 661.85 ბიტ­კო­ი­ნი გა­მო­ი­მუ­შა­ვა, სა­ი­და­ნაც 8 253.13 ბიტ­კო­ი­ნი მი­ით­ვი­სა. თან­ხის მით­ვი­სე­ბის ნა­წილ­ში მას 10 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა ჰქონ­და მის­ჯი­ლი, ხოლო უკა­ნო­ნო შე­მო­სავ­ლის ლე­გა­ლი­ზა­ცი­ა­ში - 11 წლით. ბა­ჩი­აშ­ვილს 11 წლით პა­ტიმ­რო­ბა მი­ე­სა­ჯა "კრიპ­ტო­ვა­ლუ­ტის საქ­მე­ზე“, რო­მელ­შიც და­ზა­რა­ლე­ბუ­ლად ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლია ცნო­ბი­ლი. სა­სა­მარ­თლომ გი­ორ­გი ბა­ჩი­აშ­ვილს სა­მო­ქა­ლა­ქო საქ­მის ფარ­გლებ­ში ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის­თვის 9000-მდე ბიტ­კო­ი­ნის გა­დახ­და და­ა­კის­რა. ად­ვო­კატ ლე­ვან მა­ხა­რაშ­ვი­ლის თქმით, გი­ორ­გი ბა­ჩი­აშ­ვილ­მა "სრუ­ლი­ად აღი­ა­რა ყვე­ლა და­ნა­შა­უ­ლი, ითა­ნამ­შრომ­ლა გა­მო­ძი­ე­ბას­თან და აა­ნა­ზღა­უ­რა ზი­ა­ნი, რის შემ­დე­გაც გა­უ­ფორმ­და საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბა ერ­თწ­ლი­ან პი­რო­ბით მსჯავრზე. მას ასე­ვე და­ე­კის­რა სას­ჯე­ლის სა­ხით სა­ხელ­მწი­ფოს­თვის 50 000 ლა­რის გა­დახ­და. ბა­ჩი­აშ­ვი­ლის სა­ზღვარ­გა­რეთ მყო­ფი მშობ­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ კი შე­წყვე­ტი­ლია სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა“.

მი­სი­ვე თქმით, "შე­თან­ხმე­ბა სა­მო­ქა­ლა­ქო ნა­წილ­ში თან­ხას­თან და­კავ­ში­რე­ბით მხა­რე­ებს შო­რის არის მიღ­წე­უ­ლი და ეს პი­რო­ბე­ბი კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რია“.

მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, სან­დო წყა­როს ცნო­ბით, ბა­ჩი­აშ­ვილ­მა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­ნაც­ვლოდ, და­ახ­ლო­ე­ბით, 900 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის ფა­სის ბიტ­კო­ი­ნი გა­და­უ­ხა­და.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ბა­ჩი­აშ­ვი­ლი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მრჩევ­ლის სტა­ტუ­სით, Credit Suisse-ის წი­ნა­აღ­მდეგ და­ვა­ში ფი­გუ­რი­რებს. Bloomberg-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­სულ წელს მან ჩვე­ნე­ბა შვე­ი­ცა­რი­უ­ლი ბან­კის წი­ნა­აღ­მდეგ სინ­გა­პუ­რის სა­სა­მარ­თლო­ში მის­ცა. გა­მო­ცე­მის მა­სა­ლებ­ში მისი გვა­რი პირ­ვე­ლად 2016 წელს გა­მოჩ­ნდა.

წყარო: ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×