რეზონანსი
19.02.2026

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, არჩილ გორდულაძის განცხადებით, ელისო კილაძეს შეუძლია, სამართლიანი სასამართლოს წინაშე ამტკიცოს საკუთარი სიმართლე.

გორდულაძის თქმით, დანაშაულს ვინც სჩადის, პასუხისგებაშიც მიეცემა.

„ქოლცენტრები“ მძიმე დანაშაულია, რომელიც თაღლითური გზით სხვისი ქონების მითვისებისკენაა მიმართული. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ცდილობდნენ, ადამიანების ქონება მიეთვისებინათ და მიითვისეს კიდეც. ვინც დანაშაულს სჩადის, აუცილებლად მოხდება კიდეც მისი პასუხისგებაში მიცემა. ელისო კილაძე სიცრუის გამავრცელებელი ერთ-ერთი ჩვეულებრივი მანქანაა და ეს ახალი არ არის. წლებია, სიცრუეს ავრცელებს, რათა ადამიანები გააშავოს და ამით საკუთარი კეთილდღეობა ააწყოს, თუმცა საბოლოო ჯამში, მისი მოქმედებები შესაბამისობაში აღარ არის იმ მოცემულობასთან, რაც ქვეყანაშია. ამ ადამიანს შეუძლია, საკუთარი სიმართლე სამართლიანი სასამართლოს წინაშე ამტკიცოს. ეს ერთ-ერთი სისხლის სამართლის საქმეა, სადაც ელისო კილაძეს მოუწევს, იმ სასამართლოს წინაშე წარდგეს, რომელსაც წარსულში აშავებდა“, – აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს პროკურატურამ ე.წ. ქოლცენტრების, თაღლითობისა და ფულის გათეთრების საქმეზე ოთარ ფარცხალაძეს ბრალი წარუდგინა, ამავე საქმეზე დაკავებულია „ქრონიკა +“-ის დამფუძნებელი ელისო კილაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×