
ის რომ დღეს მათ გადაიწერეს კონსპექტებად მშვიდობის მნიშვნელობა და საუბრობენ ამაზე, ეს ნიშნავს, რომ ისინი არ არიან გულწრფელები, - განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა ოპოზიციაზე საუბრისას.
მისივე თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი 2022 წელსაც მშვიდობაზე ილაპარაკებდნენ.
„დღეს როდესაც ნახეს, რომ საზოგადოება დადგა არა ომის, არამედ მშვიდობის მხარეს, ისინი იძულებულები არიან დაიწყონ ამაზე საუბარი", - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.
ოპოზიციის დაგვიანებული აღიარება და შეცვლილ რიტორიკა. რასაც ქართული ოცნება მშვიდობაზე 2022 წლიდან ამბობდა, ოპოზიციის ნაწილი ახლა იმეორებს.