რეზონანსი
17.02.2026

 რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წა­დია სა­ქარ­თვე­ლო აქ­ტი­ურ როლს ას­რუ­ლებს ევ­რო­პის გა­ზით მო­მა­რა­გე­ბის სა­კი­თხში - იყო კი­თხვე­ბი, ჩვე­ნი აქ­ტი­უ­რი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მო­მა­რა­გე­ბის კუ­თხით რამ­დე­ნად შე­იძ­ლე­ბა ქმნი­დეს რის­კებს, ან არ ქმნი­დეს, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ­მა ვიცე-პრე­მი­ერ­მა ლე­ვან და­ვი­თაშ­ვილ­მა სუს-ში გა­მო­კი­თხვის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ მე­დი­ას­თან გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, გა­ნი­ხი­ლეს სა­ქარ­თვე­ლოს გა­ზის მო­მა­რა­გე­ბის სა­კი­თხი და „კი­თხვე­ბი იყო ლო­გი­კუ­რი".

"ალ­ბათ, იცით, რომ რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წა­დია სა­ქარ­თვე­ლო აქ­ტი­ურ როლს ას­რუ­ლებს ევ­რო­პის გა­ზით მო­მა­რა­გე­ბის სა­კი­თხში. კერ­ძოდ, ჩვენ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წვლი­ლი შეგ­ვაქვს ევ­რო­პუ­ლი ენერ­გე­ტი­კუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხში, ამა­ში ჩვენ ვთა­ნამ­შრომ­ლობთ აზერ­ბა­ი­ჯა­ნის რეს­პუბ­ლი­კას­თან ერ­თად. ვფიქ­რობ, რომ ძა­ლი­ან დე­ტა­ლუ­რი და ამომ­წუ­რა­ვი ინ­ფორ­მა­ცია მი­ვე­ცი. შე­სა­ბა­მი­სად, ამას და­ჭირ­და დრო. ძა­ლი­ან ლო­გი­კუ­რი კი­თხვე­ბი იყო. იყო კი­თხვე­ბი, ჩვე­ნი აქ­ტი­უ­რი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მო­მა­რა­გე­ბის კუ­თხით რამ­დე­ნად შე­იძ­ლე­ბა ქმნი­დეს რის­კებს, ან არ ქმნი­დეს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ჩემ­თვის ძა­ლი­ან ლო­გი­კუ­რი იყო, რომ ყვე­ლა ეს სა­კი­თხი ამომ­წუ­რა­ვად გან­გვე­ხი­ლა. ეს არის ძი­რი­თა­დი სა­კი­თხი, რაც ჩვენ გან­ვი­ხი­ლეთ.

ასე­ვე ჩვენ გან­ვი­ხი­ლეთ ის, რომ მო­მა­ვალ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში რო­გორ მოხ­დეს სტა­ბი­ლუ­რად გაზ­მო­მა­რა­გე­ბა. ჩვენ გვაქვს ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბი, რო­მელ­საც ვა­დე­ბი აქვს. გარ­კვე­უ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბი გრძელ­ვა­დი­ა­ნად გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი გვაქვს, ხოლო გარ­კვე­უ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბის გაგ­რძე­ლე­ბაა სა­ჭი­რო და გა­და­ხედ­ვაა სა­ჭი­რო, ეს სა­კი­თხე­ბიც გან­ვი­ხი­ლეთ", - გა­ნა­ცხა­და ლე­ვან და­ვი­თაშ­ვილ­მა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×