რეზონანსი
17.02.2026

ევროკავშირი იმედოვნებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტს 24 თებერვლამდე, უკრაინაში რუსეთის შეჭრის მეოთხე წლისთავამდე, დაამტკიცებენ.

„განუწყვეტლივ ვახდენთ ზეწოლას რუსეთზე, რათა შეწყვიტოს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომი. ვაგრძელებთ მუშაობას იმ ზომებზე, რომლებიც რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომისთვის საჭირო სახსრებს, საქონელსა და ტექნოლოგიებს ჩამოართმევს. ეს მართლაც მოიცავს თქვენს მიერ ნახსენებ მე-20 პაკეტს და ჩვენი მიზანია მისი 24 თებერვლისთვის მიღება“, - აღნიშნა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის პრესსპიკერმა, ანუარ ელ ანუნმა.

მისი თქმით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ამ საკითხზე მსჯელობენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×