რეზონანსი
17.02.2026

ძმებ კაკულიებთან ბუსა ჟვანიას მეგობრობას ექს-პრემიერ ზურაბ ჟვანიას ცოლი, ნინო ქადაგიძე-ჟვანია ადასტურებს.  როგორც მან "ტვ პირველს" განუცხადა, მისთვის წარმოუდგენელია, რომ ბუსა ჟვანიას მკვლელობასთან დაკავშირებით ინფორმაცია ჰქონდა. 

„ბრალდება სრულიად მიუღებელია. გამოვრიცხავ, რომ ბუსამ რამე იცოდა - არ უარვყოფთ, რომ კაკულიას მეგობარი იყო, მაგრამ ადამიანს ასეთი რამ დააბრალო, მეორე ტრაგედიაა“, - განაცხადა ნინო ქადაგიძე-ჟვანიამ.

ამასთან ჟვანია არაერთი ჩაკითხვის მიუხედვად არ პასუხობს კითხვას, უპასუხებს თუ არა ნიკო კვარაცხელიას დედის საჯარო მიმართვას - საუბარია იზა ომაძის განცხადებაზე, რომელმაც ნინო ქადაგიძის სიტყვები გაიხსენა და თქვა, რომ მას ჟვანიას დედამ პირობა მისცა, "თუ ჩემი შვილი საქმის ფიგურანტი აღმოჩნდება, ჩემი ხელით ჩავაბარებ პროკურატურასო".

პროკურატურამ ნიკო კვარაცხელიას მკვლელობა გახსნა - მკვლელობის დამკვეთად ყოფილი პრემიერი-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას შვილი ბუსა ჟვანია და ძმები  - დავით და გურამ კაკულიები დასახელდნენ.   

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×