რეზონანსი
17.02.2026

„რუსთავი 2-ის“ ეთერში, გადაცემა „დებატებში“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ მის ოპონენტებს ცოტნე კობერიძეს და ნიკა ობოლაძეს მიმართა.

კირცხალია ოპონენტების გულწრფელობას ეჭვქვეშ აყენებს და აცხადებს, რომ ძალადობრივი ქმედებები არ შეიძლება დემოკრატიის გამოხატულებად ჩაითვალოს.

„იცით, როდის დაგიჯერებთ რომ გულწრფელები ხართ? როდესაც იტყვით და გამოეხმაურებით იმ დამწვარ ბიჭებს და დასახიჩრებულ პოლიციელებს, რომლებიც თავის ქვეყნის ინტერესებს იცავდნენ. იცით როდის დავიჯერებთ, რომ ცრუები არ ხართ? როდესაც პარლამენტის შენობის და პოლიციელის დაწვას დემოკრატიას და სიტყვის გამოხატვის თავისუფლებას არ უწოდებთ“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×