რეზონანსი
16.02.2026

გერმანული პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ლიდერმა ალის ვაიდელმა უკრაინაში მშვიდობის დამყარების აუცილებლობაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ მხარეების მოლაპარაკებების მაგიდასთან მიყვანა გერმანიის ამოცანაც უნდა ყოფილიყო.

„ამ ომის მანქანის კვება აბსოლუტურად ანტირუსული რიტორიკით, ფინანსური რესურსებითა და სხვა საშუალებებით, როგორიცაა იარაღის მიწოდება, უნდა შეწყდეს. არ შეიძლება ადამიანი მსგავსი რეჟიმის გამოკვებას აგრძელებდეს. მათი მოლაპარაკებების მაგიდასთან დასმაა საჭირო, როგორც ეს ამერიკის პრეზიდენტმა გააკეთა. ეს გერმანიის ამოცანაც უნდა ყოფილიყო. მსგავსი რამ არასდროს მოხდებოდა „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მმართველობის პირობებში. ჩვენი მთავრობაში ყოფნის შემთხვევაში, უკრაინაში დიდი ხნის წინ იქნებოდა მშვიდობა“, - განაცხადა ვაიდელმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×