რეზონანსი
16.02.2026

მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანი-ს დედა, ეკა კუპატაძე მოკლული ნიკო კვარაცხელია-ს დედას, იზა ომაძეს სოციალურ ქსელში მიმართავს და მხარდაჭერას უცხადებს.

„გიგას დედიკოს მხარდაჭერა ნიკოს დედიკოს“, – წერს ეკა კუპატაძე.

ამ პოსტს იზა ომაძემ უპასუხა:

„მძიმე დღის შემდეგ ასეთი სტატუსი რომ დაგხვდება ფეისბუქზე… სხვა რა უნდა თქვა თუ არა: ‘ადამიანი ადამიანისთვის მზეა!’ დიახ, ქალბატონო ეკა, თქვენ მზესავით ანათებთ დიდი ტკივილის მიუხედავად. მზის ენერგია კი უშრეტია.

მადლობა, მადლობა და კიდევ მადლობა. ღმერთს ვთხოვ, ამ ქვეყნად დღეის შემდეგ ნაკლები შავოსანი დედა იყოს.“

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×