
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კოლაგში 13 წლის არასრულწლოვანმა სამეურნეო დანიშნულების, მსხვილგაბარიტიანი მანქანა მოიპარა
მსგავსი ტექნიკა, რომელსაც წინწალაშვილები სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისა და ვენახში გადაადგილებისთვის იყენებდნენ, საცხოვრებელ სახლთან ჰქონდათ გაჩერებული.
მისი მოპარვა ბიჭმა გვიან, ღამით მოახერხა. მფლობელმა ფაქტის შესახებ მალევე გაიგო, როცა მობილურზე საჯარიმო ქვითარი მიიღო.
ამის შემდეგ საქმეში სამართალდამცავები ჩაერთნენ. გამოძიების მსვლელობისას კი დადგინდა, რომ სავარაუდო დამნაშავე არასრულწლოვანია და წარმოშობით ლაგოდეხის მუნიციპალიტეტიდან არის.
შინაგან საქმეთა სამინისტროში მთავარ ამბებს კახეთიდან განუცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე, ქურდობის მუხლით არის დაწყებული.
თუმცა, რადგან მხილებული პირი არასრულწლოვანია, ის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ქვეშ ვერ მოექცევა.
სამართალდამცველები საქმეს მშობლის, ან კანონიერი წარმომადგენლის ზედამხედველობით აგრძელებენ.
მთავარი ამბები კახეთიდან