რეზონანსი
15.02.2026

მოდელსა და ტელეწამყვან შორენა ბეგაშვილს ბიზნესმენმა მამუკა ურუშაძემ ცოტა ხნის წინ ხელი სთხოვა. 

წყვილს შორის 23-წლიანი ასაკობრივი სხვაობაა. 

ბეჭდად შორენამ ულამაზესი ბრილიანტით გაფორმებული სამკაული მიიღო. ბეჭედი ძალიან ჰგავს  Graff Diamonds-ის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ მოდელს, Graff Promise. 

მაგალითისთვის, Graff-ის 15.30-კარატიანი "D Flawless" (უმაღლესი სისუფთავის) ბეჭედი დაახლოებით 3 200 000 დოლარი ღირს. უფრო მცირე ზომის (მაგ. 5-კარატიანი) "Graff Promise" ბეჭდების საბაზრო ფასი 150 000-დან 335 000 დოლარმდე მერყეობს. ეს ბეჭედი ფუფუნების სიმბოლოდ ითვლება.

მამუკა ურუშაძის შესახებ საზოგადოებისთვის ბევრი არაფერია ცნობილი. როგორც ირკვევა, იგი მინიმუმ 16 ბიზნესს ფლობს, რომელთა უმეტესობა სამშენებლო სფეროშია . 

გარდა ამისა, ურუშაძე ერთ-ერთ აზარტული თამაშების კომპანიის ბიზნესის 33%-იანი წლის მფლობელია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×