რეზონანსი
14.02.2026

მოკ­ლუ­ლი მას­წავ­ლებ­ლის გიგა ავა­ლი­ა­ნის დედა ეკა კუ­პა­ტა­ძე მო­რიგ პოსტს აქ­ვეყ­ნებს, სა­დაც წერს, რომ მას უკავ­შირ­დე­ბა უამ­რა­ვი არას­რულ­წლო­ვა­ნი, რომ­ლე­ბიც ამ­ბო­ბენ, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი მათ ფი­ზი­კუ­რად უს­წორ­დე­ბოდ­ნენ. კუ­პა­ტა­ძის თქმით, ამ თე­მა­ზე "ალა­პა­რაკ­და სკვერ­ში მომ­ხდა­რი ცე­მის თვითმხილ­ვე­ლიც".

"და­მი­კავ­შირ­დნენ არას­რულ­წლოვ­ნე­ბი (მშობ­ლე­ბიც), რო­მელ­თაც ფი­ზი­კუ­რად პი­რა­დად უს­წორ­დე­ბოდ­ნენ ეს ვე­ლუ­რე­ბი! ალა­პა­რაკ­და სკვერ­ში ცე­მის თვითმხილ­ვე­ლე­ბი!" - წერს კუ­პა­ტა­ძე.

ის ასე­ვე ეხე­ბა ნია იმ­ნა­ძის თე­მას და მო­ი­თხოვს, სა­ხელ­მწი­ფომ მას­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც "აღად­გი­ნოს სა­მარ­თა­ლი".

"ნია იმ­ნა­ძის ად­ვო­კატს, გი­ორ­გი ლე­კიშ­ვილს, ვუ­მე­ო­რებ უპა­სუ­ხოდ და­ტო­ვე­ბულ სა­ჯა­რო მო­თხოვ­ნას!!! იპო­ვე ერთი ადა­მი­ა­ნი, ვი­საც გიგა ავა­ლი­ა­ნის­გან ახ­სოვს რა­ი­მე სა­ხის გა­დაც­დო­მა, თუნ­დაც ღრმა ბავ­შვო­ბა­ში! მო­თხოვ­ნა ერ­თა­დერ­თია, მან უნდა და­ამ­ტკი­ცოს, რომ ნამ­დვი­ლად იც­ნობ­და გიგა ავა­ლი­ანს!!! ან, სა­ჯა­როდ მო­ი­ხა­დე ბო­დი­ში და აღი­ა­რე, რომ ოჯახ­მა შე­გიყ­ვა­ნა შეც­დო­მა­ში! მკვდა­რი ვერ ლა­პა­რა­კობს, მაგ­რამ ლა­პა­რა­კობს მკვდრის დედა!!! ახა­ლი საქ­მის მა­სა­ლე­ბი გად­მო­ე­ცე­მა ორ­შა­ბათს, მაგ­რამ მა­ნამ­დე მო­გა­წო­დებთ რამ­დე­ნი­მე ინ­ფორ­მა­ცი­ას!

1) რი­კა­ძის ად­ვო­კა­ტი, კახა წე­რე­თე­ლიც, ფიქ­რობს დაც­ვა­ზე უა­რის თქმას!

2) ჩი­ქო­ვა­ნის ად­ვო­კატ­მა ძველ­მა ბიჭ­მა ,"გამ­ხი­ტა"-მ, ჩა­მო­ყა­რა ყუ­რე­ბი!

3) ექ­სპერ­ტი­ზის პა­სუ­ხე­ბის მი­ხედ­ვით, გიგა ავა­ლი­ანს, სა­სიკ­ვდი­ლო და­ზი­ა­ნე­ბა მი­ა­ყე­ნეს მკვრი­ვი, ბლაგ­ვი საგ­ნის, შუბ­ლში პირ­და­პი­რი დარ­ტყმით!!!

4) ქვა­ზე დღეს არ ვი­სა­უბ­რებ, ჟურ­ნა­ლისტს ვუ­ტო­ვებ ექ­სკლუ­ზივს!

5) ძა­ლა­დო­ბის ამ­სახ­ველ ვი­დე­ო­ებ­ზე გა­კე­თე­ბუ­ლია ფო­ნოს­კო­პი­უ­რი (ხმის) და ჰა­ბი­ტოს­კო­პი­უ­რი (ვი­ზუ­ა­ლის) ექ­სპერ­ტი­ზე­ბი, რომ­ლი­თაც იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია გა­ბაშ­ვი­ლიც, რი­კა­ძეც და ჩი­ქო­ვა­ნიც!( მშობ­ლე­ბის სინ­ქრონ­ში ლაყ­ბო­ბა რა თქმა უნდა ტყუ­ი­ლია!)

6) ძმე­ბი ჩი­ქო­ვა­ნე­ბი, რი­კა­ძე და გა­ბაშ­ვი­ლი, ოთხი­ვე, არის სკი­ნ­ჰე­დი (ძა­ლა­დობ­რი­ვი ჯგუ­ფის წევ­რე­ბი)!!!!!

7) და­მი­კავ­შირ­დნენ არას­რულ­წლოვ­ნე­ბი (მშობ­ლე­ბიც), რო­მელ­თაც ფი­ზი­კუ­რად პი­რა­დად უს­წორ­დე­ბოდ­ნენ ეს ვე­ლუ­რე­ბი! ალა­პა­რაკ­და სკვერ­ში ცე­მის თვითმხილ­ვე­ლე­ბი!

9) არ არ­სე­ბობს სკო­ლა "ინ­ტე­ლექ­ტი"-ში მას­წავ­ლე­ბე­ლი, ვი­საც ნია იმ­ნა­ძე თხოვ­და, და­მეხ­მა­რე გიგა ავა­ლი­ა­ნი მა­ვიწ­რო­ვებ­სო! (არა­და სა­ჯა­როდ იტყუ­ე­ბო­და ჩი­ქოვ­ნე­ბის დედა!)

10) ნია იმ­ნა­ძის "ოჯა­ხი" სუფ­რა­ზეც კი თავს იწო­ნებს, რომ "ნიას ვერ და­ი­ჭე­რენ" !!! ნია იმ­ნა­ძის "ოჯა­ხო", არ იქ­ნე­ბა სა­ხელ­მწი­ფო სა­მარ­თა­ლი?!?!?! იქ­ნე­ბა ჩემი სა­მარ­თა­ლი!!!" - წერს ეკა კუ­პა­ტა­ძე.

ცნო­ბის­თვის, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ გი­ორ­გი რი­კა­ძის, დე­მეტ­რე ჩი­ქო­ვა­ნი­სა და ალექ­სან­დრე გა­ბაშ­ვილს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და.

პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გი­ორ­გი რი­კა­ძე, დე­მეტ­რე ჩი­ქო­ვა­ნი, ალექ­სან­დრე გა­ბაშ­ვი­ლი და სხვა პი­რე­ბი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის სხვა­დას­ხვა სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით თა­ვად, თით­ქოს­და გო­გო­ნე­ბის სა­ხე­ლით წერ­დნენ შერ­ჩე­ულ მსხვერ­პლს და ახ­დენ­დნენ მათ გა­რეთ გა­მო­ტყუ­ე­ბას, ითან­ხმებ­დნენ მათ წი­ნას­წარ შერ­ჩე­ულ დრო­სა და ად­გი­ლას შეხ­ვედ­რა­ზე, უსაფ­რდე­ბოდ­ნენ და მათ­ზე ჯგუ­ფუ­რად ფი­ზი­კუ­რად ძა­ლა­დობ­დნენ, რაც მსხვერ­პლის უმო­წყა­ლო ცე­მა­სა და სი­ტყვი­ერ შე­უ­რა­ცხყო­ფა­ში გა­მო­ი­ხა­ტე­ბო­და.

წყარო: ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×