
რუსეთმა ნავალნი სამხრეთამერიკული ბაყაყის შხამით მოკლა. ამის შესახებ ერთობლივ განცხადებას დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, შვედეთი და ნიდერლანდები ალექსეი ნავალნის გარდაცვალებიდან მეორე წლისთავზე ავრცელებენ.
„გაერთიანებული სამეფო, შვედეთი, საფრანგეთი, გერმანია და ნიდერლანდები დარწმუნებულები არიან, რომ ალექსეი ნავალნი სასიკვდილო ტოქსინით მოწამლეს.
ეს ჩვენი მთავრობების დასკვნაა, რომელიც ალექსეი ნავალნის ნიმუშების ანალიზს ეყრდნობა. ამ ანალიზებმა საბოლოოდ დაადასტურეს, რომ ადგილი ჰქონდა ეპიბატიდინს,” - ნათქვამია განცხადებაში.
ასევე აღნიშნულია, რომ ეპიბატიდინი სამხრეთ ამერიკაში შხამიან ბაყაყებში არსებობს და რუსეთის ტერიტორიაზე ბუნებაში არ გვხვდება.
„რუსეთმა განაცხადა, რომ ნავალნი ბუნებრივი მიზეზებით მოკვდა. მაგრამ ეპიბატიდინის ტოქსიკურობისა და სიმპტომების გათვალისწინებით, რომელთა შესახებაც ვრცელდებოდა ინფორმაცია, მისი გარდაცვალების ძალიან სავარაუდო მიზეზი მოწამვლა იყო. ნავალნი ციხეში ყოფნის დროს გარდაიცვალა, ანუ რუსეთს ჰქონდა მისი მოწამვლის საშუალებები, მოტივი და შესაძლებლობები,” - ნათქვამია განცხადებაში.