რეზონანსი
14.02.2026

რუსეთის მიერ სამი თავდასხმა იყო უკრაიანში აზერბაიჯანის საელჩოზე, რა თქმა უნდა, ეს არამეგობრულია. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

„არა მხოლოდ თავდასხმები იყო აზერბაიჯანის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე უკრაინაში, არამედ სამჯერ იყო თავდასხმა აზერბაიჯანის საელჩოზე უკრაინაში. პირველი თავდასხმის შემდეგ შეგვეძლო წარმოგვედგინა, რომ ეს შემთხვევით იყო, და ჩვენს რუს კოლეგებს აზერბაიჯანის ყველა დიპლომატიური წარმომადგენლობის კოორდინატები გადავეცით, მათ შორის საკონსულო დეპარტამენტის, ჩვენი კულტურული ცენტრებისა და საელჩოსი.

ამ ყველაფრის მიუხედავად, კიდევ ორი თავდასხმა იყო. ეს განზრახ თავდასხმა იყო აზერბაიჯანის დიპლომატიურ წარმომადგენლობაზე. სპეციალური განცხადებები გავავრცელეთ, ასევე დავპატიჟეთ ელჩი და დიპლომატიური ნოტა გადავეცით. მხოლოდ დიპლომატიური გზით ვმოქმედებთ, სხვა არაფრის გაკეთება არ შეგვიძლია.

მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს არამეგობრულია აზერბაიჯანის მიმართ,” - განაცხადა ალიევმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×