რეზონანსი
14.02.2026

„პრაიმ-ტაიმისთვის“ ექსკლუზიურად ხდება ცნობილი, რომ კოალიცია „ახალი/გირჩი/დროა“ დაიშალა. ინფორმაციის თანახმად, ზურა ჯაფარიძემ და მისი პარტიის წევრებმა საერთო ჩატები დატოვეს და კოალიციური კომუნიკაცია სრულად გაწყვიტეს.

„ბიძინა, დაჟე, მდინარაძით ახერხებს ტიპებთან როვნად დალაგდეს და ჩვენ დავალებასაც ვერ ვასრულებთ ერთად რომ ვიყოთ, ძალიან ცუდ მდგომარეობაში აღმოვჩნდებით“ - ვერც ამ არგუმენტმა შეძლო ერთობის შენარჩუნება“, - ამბობს წყარო.

ჯაფარიძე ვარაუდობს, რომ „ქართული ოცნება“ საგარეო ურთიერთობებშიც მოახერხებს თავისი გაიტანოს, რაც ავტომატურად რადარებიდან მათ საბოლოო გაქრობას გამოიწვევს და გვარამიასთან ერთობის შესახებ დავალებების შესრულებაზეც უარს ამბობს.

წყაროს ინფორმაციით კოალიციის დაშლის შემდეგ პარტიის ლიდერები პანიკურ მდგომარეობაში არიან და მომხდარში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×