რეზონანსი
14.02.2026

ცნო­ბი­ლი ტელე და მუ­სი­კა­ლუ­რი პრო­დი­უ­სე­რი მა­მუ­კა ღლონ­ტი, ხან­გრძლი­ვი პა­უ­ზის შემ­დეგ, მუ­სი­კა­ლურ ინ­დუსტრი­ა­ში ახა­ლი პრო­ექ­ტით - „აცა-ბაცა“ დაბ­რუნ­და. ქარ­თულ მუ­სი­კა­ლურ სივ­რცე­ში ახალ­და­ბა­დე­ბუ­ლი ჯგუ­ფი ჯერ­ჯე­რო­ბით მხო­ლოდ ორი წევ­რით არის წარ­მოდ­გე­ნი­ლი - თა­ვად მა­მუ­კა ღლონ­ტი და მსა­ხი­ო­ბი, ლე­ვან სუ­ხი­ტაშ­ვი­ლი. სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლის, სხვა­დას­ხვა პლატ­ფორ­მა­ზე უკვე საკ­მა­ოდ დიდი ნახ­ვა აქვს მათ ნა­მუ­შევ­რებს. ცნო­ბი­ლი პრო­დი­უ­სე­რის არა­ერ­თი პრო­ექ­ტი იცის მა­ყუ­რე­ბელ­მა და იმე­დოვ­ნე­ბენ, რომ „აცა-ბა­ცაც“ მო­რი­გი წარ­მა­ტე­ბის სა­მიზ­ნეა. რო­გორ იქ­მნე­ბა ამ ჯგუ­ფის მუ­სი­კა, რით არის ის გა­მორ­ჩე­უ­ლი, რო­გორ მუ­შა­ო­ბენ სიმ­ღე­რებ­ზე და რა გეგ­მე­ბი აქვთ, ამა­ზე თა­ვად მა­მუ­კა ღლონ­ტი საუბრობს.

„მე დავ­ბრუნ­დი" - ცოტა ხნის წინ, ასე უთხა­რით, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში თქვენს გა­მომ­წე­რებს. ეს რას ნიშ­ნავს? - დაბ­რუ­ნე­ბას მუ­სი­კა­ლურ ინ­დუსტრი­ა­ში. „მა­ესტროს“ ცნო­ბი­ლი მოვ­ლე­ნე­ბის შემ­დეგ, რა თქმა უნდა, ეს გა­რე­დან არ ჩან­და, მაგ­რამ ისე გა­მო­ვი­ფი­ტე, რომ აზ­რზე მო­სას­ვლე­ლად (შე­მოქ­მე­დე­ბით საქ­მი­ა­ნო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით) 10-12 წელი დამ­ჭირ­და“, - განაცხადა მამუკა ღლონტმა. 

ამბობს, რომ „აცა-ბაცა“ ხუმრობაა, თუმცა სა­ბო­ლო­ოდ, ჯგუფად ჩამოყალიბდა: „მუ­სი­კას ვა­კე­თებთ. ვწერ, ვმღე­რით და რა­ღა­ცებს ვმა­მა­ძაღ­ლობთ“, - აცხადებს ღლონტი.

კითხვაზე, რას ნიშნავს სახელწოდება - „აცა-ბაცა“, მამუკა ღლონტი პასუხობს: „კო­ვი­დის დროს, მე და ლე­ვა­ნი ვის­ხე­დით და იმ უსაქ­მურ პე­რი­ოდ­ში და­ვი­წყეთ ამ რა­ღაც ვი­დე­ო­ე­ბის ჩა­წე­რა. ერთ-ერთი ჩა­წე­რის დროს, თვა­ლე­ბი და­ვა­ელ­მეთ და მოდი, ჩვენს ამ დუ­ეტს „აცა- ბაცა“ და­ვარ­ქვა­თო. მუ­სი­კის წერა კი ბოლო სამი-ოთხი თვის ამ­ბა­ვია“.

სოციალურ ქსელში ცხარე კამათია თემაზე, ვინ წერს „აცა-ბაცას“ მუსიკას - ნუთუ, ხელოვნური ინტელექტი? თუმცა, მამუკა ღლონტი პასუხობს, ხელოვნური ინტელექტი რომ წერდეს, ამას ხომ ყველა გააკეთებდა:

„ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტი, რა თქმა უნდა, წერს მუ­სი­კას, მაგ­რამ ის ჯერ­ჯე­რო­ბით არაფ­რად ვარ­გა. უბ­რა­ლოდ, შე­იძ­ლე­ბა „ლა­ტა­რი­ა­ში“ ხან­და­ხან რა­ღაც ამო­გიგ­დოს. ჩვე­ნი წე­რის პრო­ცე­სი ასე­თია: სიმ­ღე­რას ასე ვი­წყებ, ჯერ ლექსს ვწერ. უკვე თავ­ში მთლი­ა­ნად მიტ­რი­ა­ლებს ყვე­ლა­ფე­რი, მაგ­რამ ჯერ მი­სამ­ღე­რი უნდა დავ­წე­რო. მი­სამ­ღერს რომ დავ­წერ, მე­ლო­დია მო­დის. ამ მე­ლო­დი­ას წა­ვუმ­ღე­რებ, წა­უ­ღი­ღი­ნებ და ვე­უბ­ნე­ბი, - აბა, ამ მე­ლო­დი­ი­დან მუ­სი­კა, ასე ვთქვათ, არან­ჟი­რე­ბა გა­მი­კე­თე-მეთ­ქი. ხან­და­ხან მა­შინ­ვე „გა­არ­ტყამს“, ხან - ვერა. როცა უკვე მიხ­ვდე­ბა, რა მე­ლო­დია ვუ­თხა­რი, ლექსს ვაძ­ლევ და, ასე ვთქვათ, პარ­ტი­ტუ­რას ვუ­წერ. ეს პარ­ტი­ტუ­რა შე­იძ­ლე­ბა ძა­ლი­ან დიდი იყოს, ან პა­ტა­რა. ვუ­წერ სტილს, ინ­სტრუ­მენ­ტებს, პა­უ­ზებს, მი­მარ­თუ­ლე­ბებს და ბევრ რა­მეს. იწყებს გა­კე­თე­ბას...

ჰოდა, კოტე ნო­ნი­კო­ვი - არან­ჟი­რე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი, „მა­ესტროს“ პე­რი­ოდ­ში და­ტან­ჯუ­ლი რომ მყავ­და, დღე­ებს და სა­ა­თებს ან­დო­მებ­და, რად­გან შრო­მა­ტე­ვა­დი სა­მუ­შა­ოა - ეს უც­ბად ქმნის. მერე მე თითო სიმ­ღე­რას ორას ორ­მოც­და­ათ­ჯერ გა­და­ვა­კე­თებ ხოლ­მე, რამ­დე­ნი­მე­ჯერ ვუს­მენ, ვცვლი, ვუს­მენ, ვცვლი...ზოგი შე­იძ­ლე­ბა 100-ჯერ და 1000-ჯე­რაც შევ­ცვა­ლო. დღეს დავ­დე ერთი სიმ­ღე­რა, რო­მელ­ზეც ორი თვე ვიწ­ვა­ლე. ერთი შე­ხედ­ვით, ძა­ლი­ან მარ­ტი­ვია, მაგ­რამ დრო დამ­ჭირ­და, სა­ნამ, ჩემი აზ­რით, კარგ მდგო­მა­რე­ო­ბამ­დე მი­ვიყ­ვა­ნე... ახლა ერთი სიმ­ღე­რა მაქვს, სა­დაც არის ჩელო, მაგ­რამ ჩე­ლოს ხმა არ მო­მე­წო­ნა. ვუ­თხა­რი, შე­მიც­ვა­ლე და შეც­ვა­ლა. თუ საქ­სო­ფო­ნი არ მო­მე­წო­ნა, ვე­უბ­ნე­ბი, საყ­ვირ­ზე გა­და­იყ­ვა­ნე ან ფლე­ი­ტა­ზე, და­სარ­ტყა­მი ინ­სტრუ­მენ­ტი „მო­მე­ცი“ საკ­ლუ­ბო ხმით და გი­ტა­რა რო­კის ხმით. შე­იძ­ლე­ბა ვი­ღა­ცამ თქვას - ეს ხომ არ აფ­რენ­სო, მაგ­რამ აი, ასეა, ასე იქ­მნე­ბა ეს მუ­სი­კა“, - ამბობს მამუკა ღლონტი. 

კითხვაზე, პროექტში „აცა-ბაცა“, სოლისტი მხოლოდ ლევან სუხიტაშვილია, მამუკა ღლონტმა უპასუხა, რომ ასეა, რადგან ლევანი მომღერალია, თუმცა არ გამორიცხავს, რომ მომავალში კიდევ ერთი მომღერალიც აიყვანონ. რაც შეეხება ალბომს, ღლონტი ამბობს, რომ „აცა-ბაცა“ ალბომის გამოშვებას არ გეგმავს, თუმცა Spotify-ზე არის ატვირთული ვიდეოები და თუ ვინმეს სურვილი აქვს, შეუძლია, იყიდოს.

„არ ვიცი, ვინ­მე იყი­დის თუ არა ჩვენს სიმ­ღე­რას Spotify-ზე, მაგ­რამ იქ რომ დებ რა­ღა­ცას, სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბას მა­შინ­ვე იღებ. ამი­ტომ, ჩემს რო­მე­ლი­მე სიმ­ღე­რას მი­თი­თე­ბის გა­რე­შე თუ ვინ­მე და­დებთ, მა­შინ­ვე და­გიბ­ლო­კავთ.ალ­ბო­მის რა გი­თხრათ, მაგ­რამ ჩვენს გეგ­მა­ში იქ­ნე­ბა კა­ფე­ე­ბი, რეს­ტორ­ნე­ბი, კორ­პო­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, დარ­ბა­ზე­ბი და ა.შ. ნუ, სა­ქარ­თვე­ლო­ში მეტი არც არას­დროს კეთ­დე­ბო­და არა­ფე­რი“, - აღნიშნა მამუკა ღლონტმა.

წყარო: „Ambebi.ge“

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×