
ესტონეთმა სამხრეთ კავკასიაში დიპლომატიური აქცენტები შეცვალა - ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გადაწყვეტილებით, ელჩი მარგე მარდისალუ-კაჰარი თბილისიდან ერევანში გადადის, რასაც ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი ორ ქვეყანასთან, საქართველოსა და სომხეთთან, ურთიერთობების დინამიკის ცვლილებით ხსნის. საქართველოს მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ამით არაფერი დააკლდებათ, ოპოზიცია კი რეგიონში საქართველოს როლის დასუსტებაზე საუბრობს.
ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ესტონეთის ელჩი საქართველოსა და სომხეთში, მარგე მარდისალუ-კაჰარი, რომელიც თბილისში იმყოფებოდა, სომხეთის დედაქალაქ ერევანში გადაიყვანოს. ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის. ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ „ცვლილება განპირობებულია ესტონეთისა და საქართველოს მთავრობას შორის ურთიერთობების გაცივებით და სომხეთთან კონტაქტების გაძლიერებით".
გარდა ამისა, ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 11 თებერვალს საქართველოს საქმეთა დროებით რწმუნებულს აცნობა, რომ ესტონეთის ელჩი საქართველოში მარგე მარდისალუ-კაჰარი თავის მისიას 10 მარტს დაასრულებს. უწყების ცნობით, ახალი ელჩის დანიშვნამდე, ესტონეთის საელჩოს საქართველოში ესტონეთის საქმეთა დროებითი რწმუნებული გიტა კალმეტი უხელმძღვანელებს.
ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მარდისალუ-კაჰარი გააგრძელებს მუშაობას სომხეთში ელჩის თანამდებობაზე, სადაც ესტონეთი მარტში საელჩოს გახსნის.
დაგვაკლდება, თუ არ დაგვაკლდება
„ლელო - ძლიერი საქართველოს" საგარეო მდივანმა, გრიგოლ გეგელიას შეფასებით, ეს გადაწყვეტილება მიუთითებს იმაზე, რომ საქართველო აღარ აღიქმება იმ მნიშვნელობის პარტნიორად, როგორიც წარსულში იყო, რაც, მისი თქმით, ქვეყნის ანტიდემოკრატიულ საგარეო და საშინაო კურსს უკავშირდება.
„ეს არის ძალიან კარგი დასტური იმ სამწუხარო დინამიკისა, რომელიც მიმდინარეობს სამხრეთ კავკასიის რეგიონში, როდესაც საქართველო კარგავს თავის ტრადიციულ, პოლიტიკურ ცენტრალობას. ქვეყანა, რომელიც ერთ დროს ამ რეგიონის პოლიტიკური დედაქალაქი იყო, დღეს ხდება მეორეხარისხოვანი სახელმწიფო, რომელიც არ არის შეხებაში იმ მთავარ განვითარებასთან და დინამიკასთან, რასაც ახლა აქვს ადგილი სამხრეთ კავკასიის რეგიონში.
„ესტონეთი არის ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი და მისი ეს ჟესტი არის იმის გამოხატულება, რომ, სამწუხაროდ, საქართველო თავისი დღევანდელი საგარეო და საშინაო ანტიდემოკრატიული კურსის გამო არ არის იმ მნიშვნელობის პარტნიორი, როგორიც ის ტრადიციულად იყო", - განაცხადა გეგელიამ.
საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა კი განაცხადა, რომ ამით „არაფერი დაგვაკლდება":
„ესტონეთისა და ბალტიის ქვეყნების დამოკიდებულება კარგად ვიცით და პირდაპირ გეტყვით, აბსოლუტურად არაფერი დაგვაკლდება, მათი ელჩი საქართველოში იქნება, თუ არა".
რას კარგავს საქართველო
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, რომ შესაძლოა საქართველომ კავკასიაში დომინანტი ადგილი დაკარგოს.
„მარტო ესტონეთის ელჩის ამბავი რომ იყოს, კიდევ არაუშავდა, ან მარტო განცხადებები რომ იყოს. აქ უკვე ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ის, რომ როცა აშშ-ს ვიცე პრეზიდენტი ჩამოდის კავკასიაში და თბილისში არ შემოდის, საქართველოს ხელისუფლებასთან საერთოდ კომუნიკაცია არ აქვს, ეს უკვე ნიშნავს, რომ ორიენტაციები დასავლეთის მხრიდან - არა მარტო ევროპის, არამედ აშშ-ს მხრიდან - გარკვეულწილად, იცვლება.
- თუ საქართველს ხელისუფლება გააგრძელებს იმ პოლიტიკას, რასაც დაადგა, შესაძლებელია, რომ საქართველომ არა მხოლოდ დაკარგოს დომინანტი ადგილი კავკასიაში, არამედ აღმოჩნდეს მოლაპარაკებების მიღმაც".
„თუ საქართველს ხელისუფლება გააგრძელებს იმ პოლიტიკას, რასაც დაადგა, შესაძლებელია, რომ საქართველომ არა მხოლოდ დაკარგოს დომინანტი ადგილი კავკასიაში, არამედ აღმოჩნდეს მოლაპარაკებების მიღმაც.
„თქვენ წარმოგიდგენიათ, რა მოხდება თუ აშშ მართლაც დააფინასნებს ზანგეზურის კორიდორს, არა მარტო ამ კორიდორს, არამედ მთლიანად სომხურ ატომურ და ნახევარგამტარულ სისტემებს... დიდ ძვრები მიდის კავკასიაში და ჩვენ რეალურად შეიძლება თამაშგარე მდგომარეობაში აღმოვჩნდეთ", - განაცხადა ძაბირაძემ
განსხვავებულად ფიქრობს ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე. მისთვის ელჩის გადაყვანა ერევანში მოულოდნელი არ აღმოჩნდა.
- "არც ყოფილა პოლიტიკური ცენტრი საქართველო და არც კარგავს მას, მაგრამ, სამაგიეროდ, იძენს იმას, რომ მკვეთრად დაფიქსირდა ჩვენი სუვერენიტეტი."
„არც ყოფილა პოლიტიკური ცენტრი საქართველო და არც კარგავს მას, მაგრამ, სამაგიეროდ, იძენს იმას, რომ მკვეთრად დაფიქსირდა ჩვენი სუვერენიტეტი.
პირველად ეს მოხდა 2022 წელს უკრაინაში ომის შემდეგ, როცა საქართველომ ხმა მისცა ყველა ფორუმზე უკრაინის მხარდასაჭერად, ისევე როგორც დასავლეთმა, მაგრამ შემდეგ მოსთხოვეს გაუგონარი რამ - ჩართულიყო რეალურად ომში, მაშინ ითქვა, რომ არა.
„მეორე იყო, როცა არჩევნების შემდეგ, 2024 წელს, პრემიერმა თქვა, რომ ჩვენი ინიციატივით ჩვენ აღარ მივმართავთ ევროკავშირს, რომ დავიწყოთ მოლაპარაკება გაწევრიანებაზე, თუმცა მათ რომ შემოგვთავაზონ თუნდაც დღეს - კი, ბატონო, შევუდგებით.
„ამ დონეზე ბალტიისპირეთიდან მოდიოდა წილისწამების უწყვეტი ნიაღვარი. ბალტიის ქვეყნებიდან, სამივედან, აღარ დავიწყებ შედარებას ვინ უფრო „ვარჯიშობდა" ამაში, ჩამოდიოდნენ კოლექტიური ჟიგიმანტას პავილიონისები... მერე ბრალდება, რომ ჩვენთან გაყალბდა არჩევნები - სრული ტყუილი. ამ ფონზე არ უნდა გვიკვირდეს, რომელიმე ელჩს თუ გაიწვევენ ან გადაიყვანენ, ეს მათი საქმეა. ტყუილზე აგებული პროპაგანდა, იდეოლოგია, ბოლოს და ბოლოს გასკდება და დამთვრდება ძალიან ცუდად მათთვის, ვინც ამას ავრცელებს", - განაცხადა მამრაძემ.