
ორ წელზე მეტია, რაც მოდელი და ტელეწამყვანი შორენა ბეგაშვილი, ქართველ ბიზნესმენ მამუკა ურუშაძეზეა შეყვარებული. ურუშაძეს საზოგადოება ნაკლებად იცნობს, მისი სახელითა და გვარით „გუგლის“ საძიებო სისტემაში ინფორმაციის მოძიება გაგიჭირდებათ. არ იძებნება ასევე ურუშაძის ფოტოები.
Companyinfo-ზე ვკითხულობთ, რომ ურუშაძე რამდენიმე ბიზნესშია ჩართული, მათ შორისაა ბინების მშენებლობა და ის ასევე ერთ-ერთი ძალიან ცნობილი ონლაინ ტოტალიზატორის წილის მფლობელია.
„Ambebi.ge“-ს წყარო, თვეების წინ გვიყვებოდა, რომ წყვილს შორის განსაკუთრებული სიყვარული და პატივისცემაა და მიუხედავად იმისა, რომ ისინი უკვე დიდი ხანია ერთად არიან, ძველებურად შეყვარებულები რჩებიან, ბევრს მოგზაურობენ და საყვარელი მამაკაცი შორენას ხშირად ანებივრებს ძვირფასი საჩუქრებით.
67 წლის ბიზნესმენისა და 44 წლის მსახიობის ცხოვრებაზე ბოლო დროს თბილისში ბევრს ჭორაობდნენ.
შორენა ორჯერ იყო ოფიციალურ ქორწინებაში - ზურაბ ბარბაქაძესთან და ირაკლი ნანაძესთან. წლების წინ, ჰქონდა სკანდალური რომანები დავით ბაგრატიონ-მუხრანელთან და კანონიერ ქურდ ლაშა ბარათელთან - ესენი ის მამაკაცები არიან, რომლებზეც ბეგაშვილს საჯაროდ არაერთხელ უსაუბრია.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე