ნატალია ჯვარიძე
13.02.2026

ირანს რევოლუციის 47-ე წლისთავი რეგიონში ყველა სახელმწიფომ, მათ შორის ისრაელის სტრატეგიულმა მოკავშირემ, აზერბაიჯანმაც მიულოცა. თუმცა თბილისში, ირანის დროშის ფერებში განათებულმა მთაწმინდის ანძამ მღელვარება მაინც გამოიწვია. უფრო მეტიც, ისრაელის საელჩომ განცხადრბაც კი გაავრცელა და საქართველოს მთავრობას პასუხი მოსთხოვა.

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ „იქსზე", სადაც ორი ქვეყნის დროშების სურათი გამოაქვეყნა, დაწერა: „გულწრფელი მილოცვა ჩვენს მეზობელირანს ეროვნულ დღესთან დაკავშირებით".

ოთხშაბათს, თეირანსა და ქვეყნის სხვა ქალაქებსადა პროვინციებში, სხვადასხვა ფენის ირანელიმილიონობით ადამიანი გამოვიდა ქუჩებში, რათააღენიშნათ ირანის ისლამური რევოლუციის 47-ეწლისთავი.

ამასთან, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და პრეზიდენტმა ვაჰაგნ ხაჩატურიანმა ირანის ხელმძღვანელობას ისლამური რევოლუციის 47-ე წლისთავი მიულოცეს და ერევანსა და თეირანს შორის სტრატეგიული ურთიერთობების განვითარების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი. მთავრობის პრესსამსახურის ცნობით , ფაშინიანმა მილოცვის წერილები გაუგზავნა უზენაეს ლიდერს სეიედ ალი ხამენეის და პრეზიდენტ მასუდ პეზეშკიანს

აღსანიშნავია ისიც, რომ მანამდე, 6 თებერვალს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მიიღო ირანის ისლამური რესპუბლიკის თავდაცვისა და შეიარაღებული ძალების მხარდაჭერის მინისტრის, აზიზ ნასირზადეს ხელმძღვანელობით დელეგაცია.

ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტთან, მასუდ პეზეშკიანთან რამდენიმე დღის წინ გამართული სატელეფონო საუბრის გახსენებისას, აზერბაიჯანის სახელმწიფოს მეთაურმა განაცხადა, რომ სხვადასხვა მაღალი დონის კონტაქტები კარგ შესაძლებლობას ქმნის ორმხრივი დღის წესრიგის საკითხების განსახილველად.

ხაზგასმით აღნიშნა, რომ მასუდ პეზეშკიანის გასულ წელს აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტი წარმატებული იყო და კარგი შედეგები იქნა მიღწეული, პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ ამ ვიზიტის შემდეგ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები განვითარდა.

ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის აზრით, ვიზუალურმა მხარემ გამოიწვია ყურადღების მიქცევა, თუმცა მისივე თქმით, ისრაელის საელჩოს საქმე არ არის, საქართველოს ხელისუფლება რა ფორმით მიულოცავს ირანს.

„მე ვფიქრობ, ანძის განათება რომ არ მომხდარიყო, ალბათ ამას ყურადღებას არ მიაქცევდნენ ისრაელის სალჩო და კიდევ სხვა დაინტერესებული მხარეები.ვიზუალურმა მხარემ ემოციური გავლენა მოახდინამათზე, ვისთვვისაც ეს თემა სენსიტიურია.

  • მეორე შესაძლო ფაქტორი შეიძლება იყოს ის, რომ ბოლო პერიოდში უცხოურმა საელჩოებმა უფრო ხშირად დაიწყეს თავიანთი ფორმატებიდან ამოვარდნა

და საკუთარ თავებს იმაზე მეტი უფლების მიცემა დაიწყეს, რის უფლებასაც სხვა ქვეყნებში არ აძლევენ. ისრაელის საელჩოს საქმე არ არის საქართველოს ხელისუფლება რა ფორმით მიულოცავს ირანს ეროვნულ დღეს",- განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×