რეზონანსი
13.02.2026

სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე, ხილის, ბოსტნეულის, წვენების და ჯემების ადგილობრივი მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებს უსმენენ.

როგორც თხილეულის და "სნექების" მწარმოებელი კომპანია "ქალაქურის" დამფუძნებელმა, მურად ღოღაძემ, განაცხადა, პრობლემა არსებობს რეალიზაციის კუთხით.

"პრობლემაა რეალიზაცია, რომელიც ვერ განსაზღვრავს ჩვენ მიერ გადატვირთულ და კაპიტალის მიერ ჩადებულ ინვესტიციას, უკან დაბრუნებულს, რომელსაც ჩვენ გადავტვირთავთ, პირობითად, 1000 ლარს, იქიდან შეიძლება ჩვენ დაგვიბრუნდეს 700 ლარი." - აღნიშნა მან.

კითხვაზე, აქვთ თუ არა შესაძლებლობა, რომ გაყიდული პროდუქცია აკონტროლონ და გაყიდულ პროდუქციაზე მომენტალურად ანაზღაურებას იღებენ თუ არა, ღოღაძემ უპასუხა: "არა, გამორციხულია. ჩემთან მიმართებით არ არის ასე. დალოდების პერიოდი გაყიდულ პროდუქციაზე 60, შეიძლება 80 დღეა."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×