რეზონანსი
13.02.2026

2026 წლის თე­ბერ­ვა­ლი კოს­მი­უ­რი მოვ­ლე­ნე­ბის ეპი­ცენ­ტრად იქ­ცე­ვა. ეს არ არის მხო­ლოდ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ას­ტრო­ლო­გი­უ­რი პროგ­ნო­ზი - ეს არის გზამ­კვლე­ვი იმ დიდი ცვლი­ლე­ბე­ბი­სა, რომ­ლე­ბიც ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში უახ­ლო­ეს ორ ათწლე­ულს გან­სა­ზღვრავს. რა ხდე­ბა ცაზე, რო­დე­საც ერ­თმა­ნეთს მზის დაბ­ნე­ლე­ბა, ახა­ლი ერა და რეტ­როგ­რა­დუ­ლი პლა­ნე­ტე­ბი ხვდე­ბა? ამ ყვე­ლა­ფერ­ზე დე­ტა­ლუ­რად ას­ტრო­ლო­გი ნინა ხო­მე­რი­კი გვე­სა­უბ­რე­ბა.

"17 თე­ბერ­ვა­ლი ის­ტო­რი­უ­ლი თა­რი­ღია," - ამ­ბობს ნინა ხო­მე­რი­კი. "სა­ქარ­თვე­ლოს დრო­ით 16:13 სა­ათ­ზე მერ­წყუ­ლის 29-ე გრა­დუს­ზე წლის პირ­ვე­ლი მზის რკა­ლი­სე­ბუ­რი დაბ­ნე­ლე­ბა მოხ­დე­ბა. ამა­ვე დღეს ვე­ლო­დე­ბით ახალმთვა­რე­ო­ბას და, რაც ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია, აღ­მო­სავ­ლუ­რი კა­ლენ­დრით სწო­რედ 17 თე­ბერ­ვალს იწყე­ბა ცე­ცხლო­ვა­ნი, წი­თე­ლი ცხე­ნის წე­ლი­წა­დი."

ას­ტრო­ლო­გის თქმით, ეს ორი კვი­რა ფორ­მირ­დე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბულ ენერ­გე­ტი­კულ სივ­რცედ, სა­დაც თი­თო­ე­ულ ჩვენ­განს ეძ­ლე­ვა შან­სი, კარ­დი­ნა­ლუ­რად შეც­ვა­ლოს ცხოვ­რე­ბა. ეს არის "სა­ძირ­კვლის ჩაყ­რის" პე­რი­ო­დი ახა­ლი პროგ­რა­მის­თვის, რო­მე­ლიც მომ­დევ­ნო 18 წელი იქ­ნე­ბა აქ­ტი­უ­რი.

ნინა ხო­მე­რი­კის გან­მარ­ტე­ბით, 2026 წლის თე­ბერ­ვალ­ში და­წყე­ბუ­ლი ას­ტრო­ლო­გი­უ­რი პრო­ცე­სე­ბი პირ­და­პირ დარ­ტყმას აყე­ნებს გლო­ბა­ლურ პო­ლი­ტი­კურ სტა­ბი­ლუ­რო­ბას. ეს არ არის მხო­ლოდ ლო­კა­ლუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბე­ბი - სა­უ­ბა­რია ეპო­ქა­ლურ ცვლი­ლე­ბებ­ზე.

სა­ტურ­ნი­სა და ნეპ­ტუ­ნის იშ­ვი­ა­თი შე­ერ­თე­ბა: "ეს ორი გი­გან­ტი პლა­ნე­ტა პო­ლი­ტი­კურ რუ­კა­ზე დიდ გარ­და­ტე­ხებს იწ­ვევს. ნეპ­ტუნს 165 წელი დას­ჭირ­და მერ­წყუ­ლამ­დე მო­სას­ვლე­ლად, სა­ტურნს კი - 30. მათი შეხ­ვედ­რა, რო­მე­ლიც 29 მა­ი­სამ­დე გას­ტანს, გვპირ­დე­ბა იმ მმარ­თვე­ლე­ბის ეპო­ქის დას­რუ­ლე­ბას, რომ­ლე­ბიც ათწლე­უ­ლე­ბია "ვერ ელე­ვი­ან" სა­ვარ­ძლებს. ეს არის ძვე­ლი სის­ტე­მის დე­მონ­ტა­ჟის და­სა­წყი­სი," - ამ­ბობს ას­ტრო­ლო­გი.

ავ­ტოკ­რა­ტია დე­მოკ­რა­ტი­ის პი­რის­პირ: დაბ­ნე­ლე­ბა ხდე­ბა მერ­წყუ­ლი­სა და ლო­მის ღერძზე. მერ­წყუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბის, თა­ნას­წო­რო­ბი­სა და დე­მოკ­რა­ტი­ის სიმ­ბო­ლოა, ლომი კი - ერ­თპი­როვ­ნუ­ლი, ავ­ტოკ­რა­ტი­უ­ლი მმარ­თვე­ლო­ბის. ამ ორ ნი­შანს შო­რის წარ­მოქ­მნი­ლი მკვეთ­რი დის­ბა­ლან­სი აუ­ცი­ლებ­ლად აი­სა­ხე­ბა რო­გორც შიდა, ისე სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კა­ზე. მო­სა­ლოდ­ნე­ლია სე­რი­ო­ზუ­ლი გან­ხეთ­ქი­ლე­ბე­ბი მმარ­თველ გუნ­დებ­ში და და­პი­რის­პი­რე­ბა კო­ლექ­ტივ­სა (ხალ­ხსა) და ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას შო­რის.

რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი მუხ­ტი და ურა­ნის კვად­რა­ტი: მერ­წყუ­ლის მმარ­თვე­ლი პლა­ნე­ტა - ურა­ნი - ამ პე­რი­ოდ­ში ქმნის და­მა­ზი­ა­ნე­ბელ კვად­რატს. ას­ტრო­ლო­გი გვაფრ­თხი­ლებს, რომ ეს ას­პექ­ტი ხში­რად ვლინ­დე­ბა რო­გორც: დიდი საპ­რო­ტეს­ტო ტალ­ღე­ბი და სა­მო­ქა­ლა­ქო და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბა; რე­ჟი­მე­ბის დამ­ხო­ბის მცდე­ლო­ბე­ბი და სა­ხელ­მწი­ფო გა­დატ­რი­ა­ლე­ბე­ბი; ტე­რაქ­ტე­ბი­სა და ექ­სტრე­მის­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის გა­აქ­ტი­უ­რე­ბის მა­ღა­ლი რის­კი.

კულ­მი­ნა­ცია და პლუ­ტო­ნის ჩარ­თუ­ლო­ბა: პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბი, რომ­ლე­ბიც თე­ბერ­ვალ­ში ჩა­ი­სა­ხე­ბა, თა­ვის პიკს 2026 წლის ზა­ფხულ­ში (17 ივ­ნი­სი - 23 აგ­ვის­ტო) მი­აღ­წევს. სწო­რედ მა­შინ და­უ­პი­რის­პირ­დე­ბი­ან ერ­თმა­ნეთს პლუ­ტო­ნი და იუ­პი­ტე­რი, რაც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში რა­დი­კა­ლურ სა­კად­რო და სტრუქ­ტუ­რულ ცვლი­ლე­ბებს გა­მო­იწ­ვევს. "ურა­ნის კვად­რა­ტუ­რა მოქ­მე­დებს რო­გორც მატ­რი­გე­რე­ბე­ლი ელე­მენ­ტი - ის ან­გრევს ყვე­ლა­ფერს, რაც მოძ­ველ­და. ეს იქ­ნე­ბა პე­რი­ო­დი, რო­დე­საც მსოფ­ლიო ლი­დე­რებს მო­უ­წევთ კარ­დი­ნა­ლუ­რი და ხში­რად მტკივ­ნე­უ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა," - დას­ძენს ნინა ხო­მე­რი­კი.

იგი გან­სა­კუთ­რე­ბით აფრ­თხი­ლებს მო­სახ­ლე­ო­ბას თე­ბერ­ვლის ბოლო დე­კა­და­ზე:

23-დან 27 თე­ბერ­ვლამ­დე: ეს პე­რი­ო­დი ფას­დე­ბა რო­გორც "კა­ტას­ტრო­ფუ­ლი". მარ­სი­სა და ურა­ნის ზუს­ტი კვად­რა­ტი მო­ი­ტანს იმ­პულ­სუ­რო­ბას, არა­ა­დეკ­ვა­ტურ იდე­ებს და დიდ კონ­ფლიქ­ტებს.უსაფრ­თხო­ე­ბა: მაქ­სი­მა­ლუ­რად და­ი­ცა­ვით მოძ­რა­ო­ბის წე­სე­ბი, ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ გაზს და ელექტრო­ბას - მა­ღა­ლია აფეთ­ქე­ბე­ბის, ავა­რი­ე­ბი­სა და გა­ჟონ­ვის რის­კი.მერ­კუ­რის რეტ­როგ­რა­დი: 26 თე­ბერ­ვლი­დან 20 მარ­ტამ­დე იწყე­ბა მერ­კუ­რის რეტ­როგ­რა­დუ­ლი პე­რი­ო­დი, რაც და­გეგ­მილ საქ­მე­ებ­ში შე­ფერ­ხე­ბებ­სა და იმედ­გაც­რუ­ე­ბას გა­მო­იწ­ვევს.

ნინა ხო­მე­რი­კის პროგ­ნო­ზით, თე­ბერ­ვლის დაბ­ნე­ლე­ბა და მას­თან თან­მხლე­ბი ას­პექ­ტე­ბი პირ­და­პირ ზე­მოქ­მე­დებს ადა­მი­ა­ნის ფსი­ქი­კა­სა და ფი­ზი­კურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე. ურა­ნი­სა და მარ­სის და­ძა­ბუ­ლი კვად­რა­ტუ­რა ქმნის მძი­მე ფონს, რაც პირ­ველ რიგ­ში ნერ­ვულ სის­ტე­მა­სა და ქრო­ნი­კულ და­ა­ვა­დე­ბებ­ზე აი­სა­ხე­ბა.

ემო­ცი­უ­რი აფეთ­ქე­ბე­ბი და ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მა: ფსი­ქო-ემო­ცი­ურ დო­ნე­ზე ეს ას­პექ­ტი იწ­ვევს ნერ­ვულ აშ­ლი­ლო­ბებს და დაგ­რო­ვი­ლი ემო­ცი­ე­ბის მო­უ­ლოდ­ნელ აფეთ­ქე­ბებს. "მო­სა­ლოდ­ნე­ლია კონ­ფლიქ­ტუ­რი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბი და უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის გა­მო­ხატ­ვა ძა­ლი­ან აგ­რე­სი­უ­ლი ფორ­მე­ბით," - აღ­ნიშ­ნავს ნინა ხო­მე­რი­კი. გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ყუ­რა­დღე­ბოა იმ ადა­მი­ა­ნე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა, ვი­საც აწუ­ხებს უძი­ლო­ბა, შფო­თი და მო­უს­ვენ­რო­ბა, რად­გან ამ პე­რი­ოდ­ში ყვე­ლა ეს სიმპტო­მი გამ­წვავ­დე­ბა.

გულ-სის­ხლძარ­ღვთა სის­ტე­მა და კრი­ტი­კუ­ლი რის­კე­ბი: ას­ტრო­ლო­გი გან­სა­კუთ­რე­ბულ სიფრ­თხი­ლეს სთხოვს მათ, ვი­საც აწუ­ხებს: გული და სის­ხლძარ­ღვე­ბის პრობ­ლე­მე­ბი; ჰი­პერ­ტო­ნია (მა­ღა­ლი წნე­ვა); შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი. "მა­ტუ­ლობს ინ­ფარ­ქტე­ბი­სა და ინ­სულ­ტე­ბის ალ­ბა­თო­ბა. ეს არის პო­ტენ­ცი­უ­რად სა­ში­ში პე­რი­ო­დი იმ და­ა­ვა­დე­ბე­ბის კუ­თხით, რომ­ლე­ბიც პირ­ველ რიგ­ში ნერ­ვულ სის­ტე­მას­თა­ნაა ასო­ცი­რე­ბუ­ლი," - გვაფრ­თხი­ლებს ას­ტრო­ლო­გი.

ტრავ­მუ­ლი სა­შიშ­რო­ე­ბა და "კა­ტას­ტრო­ფუ­ლი დღე­ე­ბი": მარ­სი­სა და ურა­ნის ზუს­ტი კვად­რა­ტის გამო (23-27 თე­ბერ­ვა­ლი), მკვეთ­რად იმა­ტებს ტრავ­მე­ბის, ავა­რი­ე­ბი­სა და ხი­ფა­თის ალ­ბა­თო­ბა. ას­ტრო­ლო­გი ხაზ­გას­მით გვირ­ჩევს, ყუ­რა­დღე­ბა მი­ვაქ­ცი­ოთ ელექტრო­გაყ­ვა­ნი­ლო­ბას და ბუ­ნებ­რივ აირს, რად­გან მო­სა­ლოდ­ნე­ლია გა­ჟონ­ვა, აფეთ­ქე­ბე­ბი და სხვა უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვე­ბი.

დაბ­ნე­ლე­ბის სიმ­ძაფ­რეს გან­სა­კუთ­რე­ბით იგ­რძნო­ბენ ის ადა­მი­ა­ნე­ბი, ვი­საც ნა­თა­ლურ რუ­კა­ში მერ­წყუ­ლის, ლო­მის, კუ­როს ან მო­რი­ე­ლის ბოლო გრა­დუ­სე­ბი (27-დან 30-მდე) აქვთ გა­აქ­ტი­უ­რე­ბუ­ლი. ასე­ვე ყუ­რადსა­ღე­ბია თევ­ზე­ბის მე-9 გრა­დუ­სი, სა­დაც აღ­მა­ვა­ლი კვან­ძი იმ­ყო­ფე­ბა.

მერ­წყუ­ლის ნი­შან­ში დაბ­ნე­ლე­ბე­ბის ციკ­ლი (სულ 4 დაბ­ნე­ლე­ბა მოხ­დე­ბა 2028 წლამ­დე) გა­ა­ცო­ცხლებს ძველ თე­მებს. "გა­იხ­სე­ნეთ, რა ხდე­ბო­და თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში 2008 წლის იან­ვრი­დან 2009 წლის ივ­ლი­სამ­დე და 2017 წლის მა­ი­სი­დან 2018 წლის ნო­ემ­ბრამ­დე. თუ მა­შინ და­ი­წყეთ სამ­სა­ხუ­რი ან და­ქორ­წინ­დით, ახლა ამ არ­ჩე­ვა­ნის გა­და­ფა­სე­ბის და რა­დი­კა­ლუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბის დროა."

პო­ზი­ტი­უ­რი გა­მო­ნაკ­ლი­სი: 18 თე­ბერ­ვა­ლი

ამ ქა­ოს­ში ერთი დღე მა­ინც იქ­ნე­ბა "სი­ნათ­ლის სხი­ვი". 18 თე­ბერ­ვალს, როცა მზე თევ­ზებ­ში გა­და­ვა და იუ­პი­ტერ­თან ჰარ­მო­ნი­ულ ას­პექტს (ტრინს) შექ­მნის, გვეწ­ვე­ვა ახა­ლი მუ­ზე­ბი, სიყ­ვა­რუ­ლი და მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კე­თილ­დღე­ო­ბა. ეს ის დღეა, როცა ინ­ტუ­ი­ცია ზუს­ტად გი­კარ­ნა­ხებთ, საით მი­მარ­თოთ ენერ­გია.

"დაბ­ნე­ლე­ბა ყო­ველ­თვის გვაჩ­ვე­ნებს, სად და­ვუშ­ვით შეც­დო­მე­ბი და რისი დაბ­რუ­ნე­ბა შეგ­ვიძ­ლია. მთა­ვა­რია, არ ავ­ყვეთ პრო­ვო­კა­ცი­ებს და ამ რთულ გზა­ზე სა­კუ­თა­რი პრინ­ცი­პე­ბი არ ვუ­ღა­ლა­ტოთ," - ამ­ბობს ნინა ხო­მე­რი­კი.

ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×