მარიამ ვეკუა
12.02.2026

ხორვატიის პრეზიდენტის, ზორან მილანოვიჩის საქართველოში ვიზიტი პოლიტიკური და ეკონომიკური გზავნილებით დატვირთული აღმოჩნდა - ათონელის სასახლეში გამართულ ბრიფინგზე მან საქართველოს მაღალი ეკონომიკური ზრდა შეაქო, ქვეყნის მიმართ „მორალურ შანტაჟზე" ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხორვატიული ბიზნესი საქართველოს ბაზრით სერიოზულად ინტერესდება, მაშინ როცა ევროკავშირის შიგნით საქართველოს მიმართ ერთიანი და მყარი პოზიციის არარსებობაზეც გაამახვილა ყურადღება.

საქართველოში ვიზიტად მყოფმა ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ზორან მილანოვიჩმა მიხეილ ყაველაშვილთან ერთად გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა,რომ საქართველო ყველა პარამეტრის თვალსაზრისით წარმატებით ვითარდება, მაღალი ზრდის მაჩვენებელი აქვს.

„გეთანხმებით, რომ ზრდის მაჩვენებელი ყველაზე მნიშვნელოვანი ინდიკატორია, რომელიც ანახებს ეკონომიკური აქტივობის განვითარებას, ვაჭრობას და ა.შ. ამ მიმართებით საქართველო წარმატებულია და მაღალი ზრდის მაჩვენებელი გააჩნია.

ქვეყანას ბარიერებს უქმნიან, მორალური დილემის წინაშე აყენებენ, აბრალებენ, რომ მოსკოვის აგენტია. ეს არის მორალური შანტაჟი. ისინი აშანტაჟებენ ქვეყანას, ხდება ამ ქვეყნისთვის ხელების გადაგრეხა და შანტაჟი. ამიტომ ჩამოვედი საქართველოში, რომ ეს მეთქვა. მე ჩამოვედი ფართო დელეგაციით. ეკონომისტები არიან ჩემთან ერთად, რომლებიც წამყვან ბიზნესებს წარმოადგენენ ხორვატიაში. მათ აინტერესებთ ძალიან ეს ბაზარი, საქართველოს ბაზარი, კავკასიის ეს ზონა.

  • (...)ერი, რომელსაც მე-12 საუკუნეში შოთა რუსთაველი ჰყავდა, ამავე დროს ყველაზე წინ წასული ევროპული ქვეყნები, არ გააჩნდათ ასეთი დონის ლიტერატურა და ხელოვნება, საქართველო იმსახურებს გაგებას, მხარდაჭერას და ამისთვისაც ვიმყოფები აქ",

 

(...) ერი, რომელსაც მე-12 საუკუნეში შოთა რუსთაველი ჰყავდა, ამავე დროს ყველაზე წინ წასული ევროპული ქვეყნები, არ გააჩნდათ ასეთი დონის ლიტერატურა და ხელოვნება, საქართველო იმსახურებს გაგებას, მხარდაჭერას და ამისთვისაც ვიმყოფები აქ",- განაცხადა ხორვატიის პრეზიდენტმა

"ეს ყველაფერი სიმართლეა"

მიხეილ ყაველაშვილი ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ზორან მილანოვიჩის მიერ საქართველოს შესახებ გაკეთებულ განცხადებაზე ამბობს, რომ ეს ყველაფერი სიმართლეა.

  • ყაველაშვილი: "აი, ეს არის ნამდვილი, ღირსეული ლიდერის დამოკიდებულება და აქ, არ არის ზედმეტი არაფერი, ეს არის, პირდაპირი მნიშვნელობით, სიმართლის აღიარება და დამოკიდებულება, როგორი უნდა იყოს ორი თანასწორი ქვეყნის ღირსეულ პრეზიდენტებს შორის ურთიერთობა და დიდი მადლობა მას ამისთვის"

"დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ პრეზიდენტს ასეთი ემოციური და თბილი სიტყვებისთვის. ჩვენ საზოგადოებას მინდა მივმართო, რომ დიახ, ევროკავშირის ღირსეული ქვეყანა ხორვატია და მისი პრეზიდენტი, სიმართლეს საუბრობს, სწორედ ასეთ გულწრფელ საუბარს ვითხოვთ ევროპული ბიუროკრატიისგან და იმ ქვეყნების წარმომადგენლებისგან, რომელთაც ორმაგი სტანდარტი აქვთ და სხვა დამოკიდებულებით არიან ჩვენს ქვეყანასთან. აი, ეს არის ნამდვილი, ღირსეული ლიდერის დამოკიდებულება და აქ, არ არის ზედმეტი არაფერი, ეს არის, პირდაპირი მნიშვნელობით, სიმართლის აღიარება და დამოკიდებულება, როგორი უნდა იყოს ორი თანასწორი ქვეყნის ღირსეულ პრეზიდენტებს შორის ურთიერთობა და დიდი მადლობა მას ამისთვის" - განაცხადა ყაველაშვილმა.

ყაველაშვილის შეფასებას ხორვატიის პრეზიდენტმა უპასუხა და განაცხადა, რომ მას არ ეთანხმება იმ ნაწილში, სადაც ხორვატია გამოყო როგორც პოზიტიური და ევროპის ყველა სხვა ქვეყანა როგორც ნეგატიური.

„არ არის მნიშვნელოვანი, რომ მე ბოლო სიტყვა ვთქვა ახლა, მაგრამ პრეზიდენტმა გამოყო ხორვატია, მე ვერ დავეთანხმები. იცით, რა, ბატონი პრეზიდენტის სიტყვიდან გამოვიდა, რომ პოზიტიური არის ხორვატია და ყველა ევროპული ქვეყანა არის ნეგატიური საქართველოსთვის.

  • მილანოვიჩი: "ბევრ ევროპელ მოთამაშეს საერთოდ პოზიცია არ გააჩნია, დამოკიდებულება არ გააჩნია და ისინი საკუთარ კომფორტულ ზონაში თავს მშვენივრად გრძნობენ."

ბევრ ევროპელ მოთამაშეს საერთოდ პოზიცია არ გააჩნია, დამოკიდებულება არ გააჩნია და ისინი საკუთარ კომფორტულ ზონაში თავს მშვენივრად გრძნობენ. ოპორტუნისტული დამოკიდებულება აქვთ, მათ არ ესაჭიროებათ აქ ნაბიჯები. არის რესურსები, რომ მათ გაიგონ...შეიძლება... ის კი არა რომ აგრესიულები გავხადოთ, უბრალოდ ვანახოთ სხვა ევროპულ ქვეყნებს, რომ ევროკავშირს არ გააჩნია ერთიანი პოზიცია და ძალიან ბევრს არ გააჩნია მყარი პოზიციები ევროკავშირში", - განაცხადა ზორან მილანოვიჩმა.

 

"მიუღებელია..."

ხორვატიის პრეზიდენტის თქმით, ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში მიტინგებში მონაწილეობდნენ, რაც მიუღებელია.

"ვნახე მინისტრები ევროკავშირის სხვა ქვეყნებიდან, რომლებიც ჩამოვიდნენ აქ მიტინგებში მონაწილეობისთვის და ოპოზიციას შეუერთდნენ. ამის გადახვევა მინდოდა ტვინში, მე როგორ ვიგრძნობდი თავს, ეს პოლიტიკოსები რომ ჩამოსულიყვნენ ჩემს ქვეყანაში, ჩემს დედაქალაქში, ცენტრალურ მოედანზე, ვინც არ უნდა იყვნენ, მე არ მაინტერესებს პოლიტიკური მხარეები საქართველოში.

არცერთ მხარეს არ უნდა დადგეს, მაგრამ იდეა, რომ პოლიტიკურად წნეხს ახორციელებ, მცირე, იზოლირებული ქვეყნის წინააღმდეგ, რომელსაც ევროკავშირთან სირთულე აქვს, ჩემთვის მიუღებელია",-განაცხადა ზორან მილანოვიჩმა.

"დერეფნის განვითარება"

საქართველოს პრეზიდენტმა კი ყურადღება შუა დერეფნის ფუნქციასა და საქართველო-ხორვატიის ურთიერთიბაზე გაამახვილა.

ახალმა გეოპოლიტიკურმა რეალობამ მნიშვნელოვნად გაზარდა შუა დერეფნის მნიშვნელობა. საქართველო ყველაფერს აკეთებს, რომ ხელი შეუწყოს დერეფნის განვითარებას, მის უსაფრთხოებასა და ეფექტიანად ფუნქციონირებას. საქართველო, როგორც შუა დერეფნის მნიშვნელოვანი კვანძი, დაინტერესებულია გააღრმაოს თანამშრომლობა ხორვატიასთან და ხელი შეუწყოს სატრანსპორტო დერეფნის განვითარებას ბალკანეთის რეგიონსა და აზიის ქვეყნებს შორის. ჩვენ მზად ვართ, ხორვატიასთან განვავითაროთ ორმხრივი ურთიერთობები პოლიტიკური, ეკონომიკური, ტექნოლოგიური, საგანმანათლებლო და კულტურული მიმართულებით და ჩვენი წვლილი შევიტანოთ სამხრეთ კავკასიისა და ბალკანეთის რეგიონების დაახლოებაში. ვსარგებლობ შემთხვევით და კიდევ ერთხელ გადავუხდი მადლობას პრეზიდენტ ზორან მილანოვიჩსა და მის დელეგაციის თითოეულ წევრს, საქართველოში სტუმრობისთვის", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×