რეზონანსი
12.02.2026

ორი დღის წინ პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ­მა კად­რებ­მა სრუ­ლი­ად ქვე­ყა­ნა შეძ­რა. გა­ვი­გეთ, რომ გიგა ავა­ლი­ა­ნის მკვლე­ლო­ბამ­დე, მის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბუ­ლი ალექ­სან­დრე გა­ბაშ­ვი­ლი, დე­მეტ­რე ჩი­ქო­ვა­ნი და გი­ორ­გი რი­კა­ძე სის­ტე­მა­ტუ­რად უს­წორ­დე­ბოდ­ნენ სხვა მო­ზარ­დებ­საც, თან ამას აკე­თებ­დნენ წი­ნას­წარ შე­თან­ხმე­ბით.

სა­მი­ვე მათ­განს ბრა­ლი და­უმ­ძიმ­და და გუ­შინ სა­მი­ვეს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და. მათი მშობ­ლე­ბი ორი დღეა შვი­ლე­ბის მარ­თლე­ბის რე­ჟიმ­ში არი­ან. ეს გან­სა­კუთ­რე­ბით აღი­ზი­ა­ნებს სა­ზო­გა­დო­ე­ბას, რო­მე­ლიც ძა­ლა­დო­ბის ამ­სახ­ვე­ლი კად­რე­ბის შემ­დეგ შო­კი­დან ჯერ კი­დევ ვერ გა­მო­დის.

ცნო­ბი­ლი ინფლუ­ენ­სე­რე­ბი ეკა კუ­პა­ტა­ძეს მხარ­და­ჭე­რას უცხა­დე­ბენ და აკ­რი­ტი­კე­ბენ ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის მშობ­ლებს:

ანი ჯა­ვა­ხი: "ეკა მას­წავ­ლე­ბე­ლი იყო ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე ძვირ­ფა­სი, რო­მელ­მაც სწავ­ლა შე­მაყ­ვა­რა, გა­ზარ­და უმაგ­რე­სი შვი­ლე­ბი, ურ­თუ­ლე­სი ცხოვ­რე­ბა გა­მო­ი­ა­რა და ახლა ცხოვ­რე­ბით ტკბე­ბო­და და ვი­ღაც ვი­გინ­და­რებ­მა ეს ცხოვ­რე­ბა წა­არ­თვეს. ესე­ნი ადა­მი­ა­ნე­ბი არ არი­ან, ესე­ნი არი­ან მკვლე­ლე­ბის ხრო­ვა, რომ­ლებ­საც თურ­მე ბევ­რი და­ნა­შა­უ­ლი აქვს ჩა­დე­ნი­ლი. მშო­ბელ­მა თქვა ერთ-ერ­თის, რომ ერთი მუშ­ტის დარ­ტყმის გამო 14 წელი რო­გორ უნდა იჯ­დეს ჩემი შვი­ლიო, მე­ო­რე კი­დევ გა­მო­დის და შიმ­შილს იწყებს, რომ შვი­ლი გა­ა­მარ­თლოს. თქვენ კი­დევ ცალ­კე და­ნა­შა­უ­ლი გაქვთ. თქვენ, როცა მკვლელს ხელს აფა­რებთ, თქვენც მკვლე­ლე­ბი ხართ. 14 წელი არის სა­ჩუ­ქა­რი, უმ­კაც­რე­სად უნდა იყ­ვნენ დას­ჯი­ლე­ბი ეს ადა­მი­ა­ნე­ბი".

სა­ზი­ნა: "გიგა ავა­ლი­ა­ნის დე­დის ვი­დე­ო­ებს ვერც ვუ­ყუ­რებ, იმ­დე­ნად მძი­მეა. ამ საქ­მე­ში გიგა ავა­ლი­ა­ნის დე­დის მერე, ყვე­ლა­ზე მე­ტად მე­ფიქ­რე­ბა იმ გო­გო­ზე, ვის გა­მოც ეს ყვე­ლა­ფე­რი მოხ­და, არ ვიცი რა­ტომ, ან რა უთხრა თა­ვის შეყ­ვა­რე­ბულს, ან რა­ტომ უთხრა, რად­გან ფაქ­ტია გი­გას მხრი­დან არა­ნა­ი­რი ზედ­მე­ტი არა­ფე­რი არ იყო, მაგ­რამ მე მინ­და მივ­მარ­თო მო­ზარდ გო­გო­ნებს - არაფ­რის გუ­ლის­თვის ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა. 32 წლის ვარ და ჩემს გამო არც ერთ ბიჭს არ უჩხუ­ბია, ეს არის ნორ­მა­ლუ­რი და არა ის, რომ ბი­ჭებს ჩემ­თვის ეჩხუ­ბათ. არ გინ­დო­დეთ არა­ვი­სი საფრ­თხე­ში ჩაგ­დე­ბა".

"ნეა: "ვუ­სამ­ძიმ­რებ ოჯახს და წარ­მოდ­გე­ნა არ მინ­და რას გრძნობს დე­და­მი­სი, მე­ო­რე რაც მინ­და ვუ­თხრა, იმ არა­კა­ცე­ბის მშობ­ლებს, რომ გრცხვე­ნო­დეთ ეგე­თი შვი­ლე­ბი რომ გა­ზარ­დეთ, ეგეთ სი­ძულ­ვილ­ში რო­გორ გა­ზარ­დეთ თქვე­ნი შვი­ლე­ბი. მე რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქეს მე­ში­ნია, რომ ჩემი შვი­ლი ასეთ ქვე­ყა­ნა­ში და­ი­ბა­დოს. მსგავ­სი რამ რომ მოხ­დეს, და ჩემს შვილს რა­ი­მე და­ე­მარ­თოს, ვინ უნდა და­მიც­ვას? ან სად უნდა ვი­პო­ვო სა­მარ­თა­ლი" .

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×