
ორი დღის წინ პროკურატურის მიერ გავრცელებულმა კადრებმა სრულიად ქვეყანა შეძრა. გავიგეთ, რომ გიგა ავალიანის მკვლელობამდე, მის საქმეზე ბრალდებული ალექსანდრე გაბაშვილი, დემეტრე ჩიქოვანი და გიორგი რიკაძე სისტემატურად უსწორდებოდნენ სხვა მოზარდებსაც, თან ამას აკეთებდნენ წინასწარ შეთანხმებით.
სამივე მათგანს ბრალი დაუმძიმდა და გუშინ სამივეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მათი მშობლები ორი დღეა შვილების მართლების რეჟიმში არიან. ეს განსაკუთრებით აღიზიანებს საზოგადოებას, რომელიც ძალადობის ამსახველი კადრების შემდეგ შოკიდან ჯერ კიდევ ვერ გამოდის.
ცნობილი ინფლუენსერები ეკა კუპატაძეს მხარდაჭერას უცხადებენ და აკრიტიკებენ ბრალდებულების მშობლებს:
ანი ჯავახი: "ეკა მასწავლებელი იყო ჩემთვის ყველაზე ძვირფასი, რომელმაც სწავლა შემაყვარა, გაზარდა უმაგრესი შვილები, ურთულესი ცხოვრება გამოიარა და ახლა ცხოვრებით ტკბებოდა და ვიღაც ვიგინდარებმა ეს ცხოვრება წაართვეს. ესენი ადამიანები არ არიან, ესენი არიან მკვლელების ხროვა, რომლებსაც თურმე ბევრი დანაშაული აქვს ჩადენილი. მშობელმა თქვა ერთ-ერთის, რომ ერთი მუშტის დარტყმის გამო 14 წელი როგორ უნდა იჯდეს ჩემი შვილიო, მეორე კიდევ გამოდის და შიმშილს იწყებს, რომ შვილი გაამართლოს. თქვენ კიდევ ცალკე დანაშაული გაქვთ. თქვენ, როცა მკვლელს ხელს აფარებთ, თქვენც მკვლელები ხართ. 14 წელი არის საჩუქარი, უმკაცრესად უნდა იყვნენ დასჯილები ეს ადამიანები".
საზინა: "გიგა ავალიანის დედის ვიდეოებს ვერც ვუყურებ, იმდენად მძიმეა. ამ საქმეში გიგა ავალიანის დედის მერე, ყველაზე მეტად მეფიქრება იმ გოგოზე, ვის გამოც ეს ყველაფერი მოხდა, არ ვიცი რატომ, ან რა უთხრა თავის შეყვარებულს, ან რატომ უთხრა, რადგან ფაქტია გიგას მხრიდან არანაირი ზედმეტი არაფერი არ იყო, მაგრამ მე მინდა მივმართო მოზარდ გოგონებს - არაფრის გულისთვის ადამიანი დაიღუპა. 32 წლის ვარ და ჩემს გამო არც ერთ ბიჭს არ უჩხუბია, ეს არის ნორმალური და არა ის, რომ ბიჭებს ჩემთვის ეჩხუბათ. არ გინდოდეთ არავისი საფრთხეში ჩაგდება".
"ნეა: "ვუსამძიმრებ ოჯახს და წარმოდგენა არ მინდა რას გრძნობს დედამისი, მეორე რაც მინდა ვუთხრა, იმ არაკაცების მშობლებს, რომ გრცხვენოდეთ ეგეთი შვილები რომ გაზარდეთ, ეგეთ სიძულვილში როგორ გაზარდეთ თქვენი შვილები. მე როგორც საქართველოს მოქალაქეს მეშინია, რომ ჩემი შვილი ასეთ ქვეყანაში დაიბადოს. მსგავსი რამ რომ მოხდეს, და ჩემს შვილს რაიმე დაემართოს, ვინ უნდა დამიცვას? ან სად უნდა ვიპოვო სამართალი" .
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე