რეზონანსი
11.02.2026

საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებით, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2026 წლის 11 თებერვალის სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი (რეფინანსირების განაკვეთი) უცვლელად 8%-ზე დატოვა. 2024 წლის მაისიდან რეფინანსირების განაკვეთს სებ უცვლელად, 8%-ზე ტოვებს.

ეროვნული ბანკის განცხადებით, 2026 წლის იანვრის მდგომარეობით, საქართველოში ფასები წლიურად 4.8%-ით გაიზარდა. უწყება წერს, რომ მიზნობრივზე მაღალ ინფლაციას, სურსათის ინფლაცია განაპირობებს.

სებ წერს, რომ "მაღალი გაურკვევლობის გათვალისწინებით, ინფლაციაზე ზრდის მიმართულებით მოქმედი რისკები გამოკვეთილია, თუმცა ასევე, კვლავ ნარჩუნდება შემცირების მიმართულებით მოქმედი რისკები". ამიტომ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უცლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×