რეზონანსი
11.02.2026

ირანელ ხალხს რეჟიმის დამხობა თუ სურს, ეს მათი გადასაწყვეტია, – ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, სურს თუ არა მას ირანში რეჟიმის შეცვლა, ვენსმა უპასუხა, რომ ეს ირანელი ხალხის გადასაწყვეტია.

„ამჟამად ჩვენ ფოკუსირებული ვართ იმაზე, რომ ირანს არ ჰქონდეს ბირთვული იარაღი. პრეზიდენტმა მთელ გუნდს უთხრა, რომ ჩვენ უნდა ვეცადოთ ისეთი შეთანხმების დადებას, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ირანელებს არ ექნებათ ბირთვული იარაღი, მაგრამ ჩვენ თუ ვერ შევძლებთ ამ შეთანხმების დადებას, მაშინ მაგიდაზე სხვა ვარიანტებიცაა. პრეზიდენტი გააგრძელებს თავისი ვარიანტების შენარჩუნებას. მას ძალიან ბევრი ვარიანტი აქვს“, – განაცხადა ვენსმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×