რეზონანსი
11.02.2026

ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში, შერვაშიძის ქუჩაზე, ახალგაზრდებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. მომხდარის შესახებ ადგილობრივი სოციალურ ქსელში წერს და დეტალურად აღწერს ღამის მოვლენებს.

მისი პოსტის მიხედვით, ქუჩაში დაახლოებით 10 მოზარდი ბიჭი 1–2 ახალგაზრდას სასტიკად სცემდა. თვითმხილველის თქმით, ჩხუბი რამდენიმე კორპუსის ეზოში გაგრძელდა, ხოლო ადგილზე მისული პოლიციის გამოჩენის შემდეგ ახალგაზრდები ავტომობილით მიიმალნენ.

"ქუთაისში, წუხელ ღამის 3-4 საათზე "ზაოდში" შერვაშიძის ქუჩაზე საშინელება ხდებოდა, გამაღვიძა საშინელმა ღრიალმა, ლანძღვა-გინების ხმებმა, გავიხედე და რას ვხედავ, სავარაუდოდ, სხვა უბნის მოზარდი ბიჭები, დაახლოებით 10 ბიჭი იქნებოდა, დაერიენ 1-2 ბიჭს და გამეტებით ურტყამენ. თან ჩხუბობენ, ერთი ისეთი გამწარებული იყო დასდევდა და სადაც დაიჭერდა ურტყამდა. უმეტესობა ერთი "კამანდა" იქნებოდა. ერთი კორპუსის ეზოდან მეორეში გადავიდენ, იქაც მოჩანდა რომ ურტყამდენ. არ ვიცი, ვერ აღვწერ სურათს, ვერც გააშველეს. 

პოლიცია რომ მოვიდა, სირენების ხმაზე დაიშალნენ. მანქანით გაიქცნენ (მუქი ფერის "აქვა" იყო). ამას იმიტომ ვწერ, რომ მშობლებო, თუ გუშინ თქვენი მოზარდი ბიჭი შუაღამეს სახლში არ იყო და გვიან დაბრუნდა, შესაძლებელია შენი შვილი ყოფილიყო ამ ბიჭებიდან. სად ხართ ამ დროს დედები და მამები? ასეთ დროს რატომ არ ეძებთ, რატომ გყავთ ღამის 4-5 საათზე გარეთ? კიდევ კარგი ფატალურად არ დასრულდა ეს ამბავი. მოიკითხეთ მშობლებო ბიჭები და ასეთ ასაკში ნუ აძლევთ სრულ თავისუფლებას“, - წერს ადგილობრივი.

ინფო იმერეთი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×