რეზონანსი
10.02.2026

პროკურატურამ დღეს გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებულებს ბრალი დაუმძიმა. ამასთან ერთად, ცნობილი გახდა, რომ დაკავებულები ძალადობის სხვა რამდენიმე ეპიზოდშიც მონაწილეობდნენ - ისინი წინასწარი ორგანიზებით, სხვადასხვა პირებზე ძალადობდნენ და აღნიშნულს მობილური ტელეფონების გამოყენებით იღებდნენ.

გიგა ავალიანი დედამ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული მიმართვეის შემდეგ პირველი სატელევიზიო კომენტარიც გააკეთა.

"მართლა გულწრფელად მიკვირს, ამას როგორ ითმენდნენ? ეს ხომ მთელმა დიდმა დიღომმა იცოდა? ხალხმა ხმა რატომ არ ამოიღო? არავინ რატომ არაფერი არ თქვა? ხომ გადარჩებოდა ჩემი შვილი... ნამდვილად ვიტყვი იმას, რომ ჩემმა ყვირილმა, ჩემმა მართლა რკინის ქალობამ, როგორც ხალხი მიწერს, დიახ, სწორედ ამან დადო ის შედეგი, რომ ესენი გამოვლინდნენ და მე გადავარჩინე, ნამდვილად თამამად ვამბობ ამას, გადავარჩინე სხვისი შვილები. 

არავის ეგონოს, რომ ბრძოლა დამთავრდა... ხვალ შემაქვს სარჩელი ერთ-ერთი არასრულწლოვანის დედის წინააღმდეგ, ამისთვის მჭირდება დაზარალებულად ცნობის დადგენილება. 14 იანვარს დაზარალებულად მცნეს და არ წამიღია ეს ცნობა, დღეს სწორედ ამისთვის ვარ ახლა პროკურატურაში. დეტალებისგან თავს შევიკავებ, თუ ვისი დედაა და კონკრეტულად რა საქმეზე ვუჩივი, არასდროს არაფერზე შემიკავებია თავი, მაგრამ ახლა ვითვალისწინებ ჩემი ადვოკატის რჩევას, რომ ვიდრე საქმეს არ მივიყვანთ გარკვეულ ეტაპამდე, ეს არ ვთქვათ" - თქვა მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედამ, ეკა კუპატაძემ "ტვ პირველის" ეთერში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×