რეზონანსი
10.02.2026

ბუდაპეშტის გლობალური დიალოგის ფორმატში სიტყვით გამოვიდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. მაკა ბოჭორიშვილმა ისაუბრა სამშვიდობო პოლიტიკაზე, ეროვნული სუვერენიტეტის დაცვასა და გარე ჩარევებზე.

აქცენტი გაკეთდა ქვეყნის პოტენციალზე, ეკონომიკურ ზრდასა და ინვესტიციებზე. საქართველოზე, როგორც დამაკავშირებელ ხიდზე ევროპასა და აზიას შორის. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მაკა ბოჭორიშვილი შეხვდა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრს და ეროვნული ასამბლეის სპიკერს.

"ჩვენ ხშირად ვაწყდებით უსამართლო კრიტიკას, თუმცა მკაფიოდ უნდა ითქვას: საქართველო არის ქვეყანა, რომელმაც დაამტკიცა, რომ სანდო პარტნიორია და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ტრანსატლანტიკურ თანამშრომლობაში. ეს არის ერი, რომელიც უპირისპირდება მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე რთულ გეოპოლიტიკურ რეალობას - უსაფრთხოების ქოლგის დაცვის და რომელიმე სამხედრო ალიანსში წევრობის გარეშე. სწორედ ამიტომ არის მშვიდობა ჩვენი საფუძველი და ჩვენი უსაფრთხოების ერთადერთი გარანტია. საქართველომ აჩვენა შესანიშნავი მედეგობა და მდგრადი ეკონომიკური ზრდა. გაიზარდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, ხოლო ძირითადმა სექტორებმა, როგორიცაა ტურიზმი, ლოჯისტიკა, სოფლის მეურნეობა და ტექნოლოგიები, აჩვენეს ძლიერი განვითარება და ინოვაცია. ჩვენი პორტები, სატრანსპორტო დერეფნები და სავაჭრო ინფრასტრუქტურა საქართველოს ვაჭრობისა და შესაძლებლობების ჰაბად აქცევს. ჩვენ გვსურს ვიყოთ დამაკავშირებელი ხიდი და არა გამყოფი კედელი.

გეოგრაფიულად საქართველო ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი გზაჯვარედინია.

საქართველო არა მხოლოდ საკუთარ მომავალს უზრუნველყოფს, ის აძლიერებს ევროპის სტაბილურობას, კეთილდღეობასა და მდგრადობას, სადაც შავი ზღვა რეგიონული თანამშრომლობისა და პარტნიორობის კარიბჭეს წარმოადგენს. და ბოლოს, საერთო რისკების სამყაროში, ჭეშმარიტი უსაფრთხოება დამოკიდებულია პასუხისმგებლობაზე, დიალოგსა და მშვიდობის, სტაბილურობისა და ყველა ერს შორის თანამშრომლობისადმი ურყევ ერთგულებაზე," - აცხადებს მაკა ბოჭორიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×