რეზონანსი
10.02.2026

თბილისის საქალაქო სასამართლოში სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის სასამართლო პროცესი მისი მონაწილეობის გარეშე მიმდინარეობს. სხდომას გრიგოლ ლილუაშვილი არ ესწრება. აღნიშნულ საქმეზე სახელმწიფო ბრალდება დაკავებული მაღალჩინოსნის საქმეზე საგამოძიებო ვადის გახანგრძლივებას მოითხოვს. ასევე, გადაისინჯება ლილუაშვილის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა.

სახელმწიფო ბრალდება სუს-ის ყოფილი უფროსის ისევ პატიმრობაში დატოვებას მოითხოვს. რაც შეეხება ლილუაშვილს, როგორც მისმა ადვოკატმა რობერტ გრიგალაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ის მისი დაცვის ქვეშ მყოფის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას მოითხოვს.

ცნობისთვის, პროკურატურაში გამოკითხვაზე მისული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი 23 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×