რეზონანსი
10.02.2026

რუსეთი მუშაობს ევრაზიაში თანაბარი, განუყოფელი უსაფრთხოებისა და ფართო პრაქტიკული თანამშრომლობის არქიტექტურის შესაქმნელად, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა. ლავროვის თქმით, მოსკოვი დაინტერესებულია ურთიერთგაგების, ნდობისა და კეთილმეზობლობის პრინციპებზე დაფუძნებული პატიოსანი საერთაშორისო თანამშრომლობის დამყარებით.

„ამ მხრივ, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ორმხრივი შეთანხმებების დადებასა და განხორციელებას. ეს მოიცავს ჩვენს შეთანხმებებს უსაფრთხოების გარანტიების შესახებ ბელარუსთან და ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორობას ჩრდილოეთ კორეასთან და ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან“, - აღნიშნა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

ლავროვის განცხადებით, ასეთ სისტემას შეუძლია ახალი ომების დაწყების ნებისმიერი მცდელობის თავიდან აცილება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×