რეზონანსი
10.02.2026

მსოფლიო ბირჟებზე ოქროს და ვერცხლის ღირებულება კვლავ მაღალ ნიშნულზეა. მიუხედავად იმისა, რომ ერთი დღის ინტერვალში ოქროს ღირებულება შემცირდა, ზოგადი მაჩვენებლით ის კვლავ მაღალია.

უფრო კონკრეტულად კი GoldPrice-ის მონაცემებით, თბილისის დროით 12:30 საათზე, 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 5 035 დოლარია, რაც ერთ დღეში ფასის 0.34%-ით შემცირებაზე მიუთითებს, რაც შეეხება ვერცხლს, ამ მომენტისთვის 1 უნცია 81.7 დოლარი ღირს, რაც ერთ დღიან ჭრილში 0.99%-ით დაკლებული ფასია.

რაც შეეხება საქართველოს, ოქროსა და ვერცხლის ღირებულება აქაც მომატებულია. უფრო კონკრეტულად, 1 გრამი 999 სინჯის ოქროს ფასი 461 ლარია, 750-სინჯიანი - 345 ლარი ღირს, ხოლო 585-სინჯიანი ოქროს ფასი 269 ლარს შეადგენს.

რაც შეეხება ვერცხლის ღირებულებას, 999-სინჯიანი 1 გრამის ფასი 9.16 ლარია, ხოლო 800-სინჯიანი 1 გრამი ვერცხლის შეძენა 7.33 ლარად არის შესაძლებელი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×