რეზონანსი
10.02.2026

ჯანსაღი დისკუსიები არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ საზოგადოებაში ჩამოყალიბდეს ჯანსაღი ურთიერთობები, მათ შორის პოლიტიკურ სპექტრში ჩამოყალიბდეს ჯანსაღი ურთიერთობები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გუშინდელ დებატებში მონაწილეობდა რვა ადამიანი და რვიდან შვიდმა გამოავლინა მაღალი კულტურა.

„გუშინ მთლიანობაში რვა მონაწილე ვიყავით დებატებში, რვიდან შვიდმა გამოავლინა მაღალი კულტურა, რაც არის მნიშვნელოვანი არა მარტო იმისთვის, რომ ჯანსაღი ფორმით წარიმართოს დისკუსიები, არამედ იმისთვისაც, რომ ხელი შევუწყოთ საზოგადოებაში დეპოლარიზაციას. ეს არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა. ჯანსაღი დისკუსიები არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ საზოგადოებაში ჩამოყალიბდეს ჯანსაღი ურთიერთობები, მათ შორის პოლიტიკურ სპექტრში ჩამოყალიბდეს ჯანსაღი ურთიერთობები. გუშინ რვა მონაწილიდან შვიდი აქეთკენ იყო მიმართული. ეს ეხება როგორც პოლიტიკოსებს, ისე ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს. იყო ერთი ამოვარდნა, თუმცა საზოგადოებამ ეს ყველაფერი თავისი თვალით იხილა და საკუთარ შეფასებებს ამასთან დაკავშირებით გააკეთებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×