რეზონანსი
10.02.2026

ექსპერტი, დავით ჩიხელიძე, ნატოში ესტონეთის ელჩის განცხადებას, სოციალურ ქსელში ეხმიანება და აღნიშნავს, რომ „განცხადება საქართველოში „დემოკრატიის დაშლისა“ და „რუსული გავლენის გაძლიერების“ შესახებ უფრო დასავლურ პოლიტიკურ ნარატივს ასახავს და არა რეალურ სურათს.“ 

ჩიხელიძის თქმით, ელჩის შეფასებები ემოციურ-პოლიტიკურ ტერმინოლოგიას ეფუძნება და არა მკაფიო, გაზომვად კრიტერიუმებს.

„ნატოში ესტონეთის ელჩის განცხადება საქართველოში „დემოკრატიის დაშლისა“ და „რუსული გავლენის გაძლიერების“ შესახებ უფრო დასავლურ პოლიტიკურ ნარატივს ასახავს, და არა რეალურ სურათს. ფაქტია, საქართველოში დემოკრატიის უკუსვლა არ ფიქსირდება. აღნიშნულს არაერთი საერთაშორისო კვლევა და ინდექსი ადასტურებს . ელჩის შეფასებები ემოციურ-პოლიტიკურ ტერმინოლოგიას ეფუძნება და არა მკაფიო, გაზომვად კრიტერიუმებს. რაც შეეხება „რუსული გავლენის გაძლიერებას“, ეს თეზა დასავლურ დისკურსში უკვე უნივერსალურ იარაღად იქცა, იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც არ ეთანხმებიან მათთვის სასურველ პოლიტიკურ სცენარს. რეალურად, საქართველოში არ გაზრდილა რუსეთის პოლიტიკური გავლენა: რუსეთი რჩება ოკუპანტ სახელმწიფოდ, ურთიერთობები გაყინულია, ხოლო ევროატლანტიკური კურსი კონსტიტუციურად არის გამყარებული. ჩნდება ლეგიტიმური კითხვა რომელ საქართველოზე საუბრობს ელჩი? რეალურ ქვეყანაზე, რომელიც რთულ გეოპოლიტიკურ პირობებში სტაბილურობას ინარჩუნებს, თუ დასავლეთში ფორმირებულ პოლიტიკურ სურათზე, რომელიც ფაქტებზე მეტად ინტერპრეტაციებს ეყრდნობა. მსგავსი ტიპის განცხადებები არა სიმართლის ანალიზს, არამედ პოლიტიკურ ზეწოლას ემსახურება.“ - წერს დავით ჩიხელიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×