
ექიმი რუსუდან მდივანი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა. მედიკოსს კოლეგებთან ერთად პაციენტებიც ემშვიდობებიან.
„დიდი მწუხარებით ვემშვიდობებით ჩვენს ძვირფას კოლეგას, რუსუდან (რუსო) მდივანს.
მისი გარდაცვალება უდიდესი დანაკარგია არა მხოლოდ მისი ოჯახისთვის, არამედ მთელი ჩვენი პროფესიული საზოგადოებისთვის და თითოეული ჩვენგანისთვის, ვისაც ბედნიერება გვქონდა მასთან, როგორც პროფესიული, ისე პიროვნული ურთიერთობის. რუსო გამოირჩეოდა მაღალი პროფესიონალიზმით, პასუხისმგებლობითა და განსაკუთრებული ადამიანური სითბოთი. მისი ღვაწლი და დამოკიდებულება მუდამ დარჩება ჩვენს მეხსიერებაში.
ვიზიარებთ ოჯახის, ახლობლებისა და კოლეგების ტკივილს და გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ ყველას, ვინც მას იცნობდა და აფასებდა“, - ნათქვამია „ვაიზერის“ მიერ გავრცელებულ სამძიმრის ტექსტში.
როგორც კომენტარებიდან ირკვევა, ბოლო პერიოდში ახალგაზრდა ექიმს მძიმე სენთან უწევდა გამკლავება.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე