რეზონანსი
09.02.2026

მგონია, რომ ეს გადაწყვეტილება გადაიხედება - ის, რაც ნგრევისკენ არის მიმართული, უნდა გაჩერდეს. ამას გააჩერებს ან სხვადასხვა უნივერსიტეტების სოლიდარობა ან საზოგადოების სოლიდარობა, - ამის შესახებ პარტია „თავისუფლების მოედნის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სიმონ ჯანაშიამ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გაერთიანებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, უნივერსიტეტების გაერთიანებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება, შეუძლებელია არ გადაიხედოს, რადგან არ რეფორმას არავინ ეთანხმება.

„მგონია, რომ ეს გადაწყვეტილება გადაიხედება. ეს თუ დღეს არ მოხდება, მოხდება ხვალ ან ერთი წლის შემდეგაც კი. ის, რაც ნგრევისკენ არის მიმართული, უნდა გაჩერდეს. ამას გააჩერებს ან სხვადასხვა უნივერსიტეტების სოლიდარობა ან საზოგადოების სოლიდარობა, სტუ-სა და თსუ-ს მიმართ. შეუძლებელია ეს გადაწყვეტილება უკან არ წაიღონ, რადგან თუ არავინ არ არის თანახმა, მაშინ შეუძლებელია ამ გადაწყვეტილების განხორციელება“, - განაცხადა სიმონ ჯანაშიამ.

მისივე თქმით, შესაძლებელია საფრთხე სხვა უნივერსიტეტებსაც შეექმნას, მაგალითად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს.

„რაც შეეხება ილიას უნივერსიტეტს, ეს უნივერსიტეტიც სამიზნეა, ისევე როგორც სხვა. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გაუქმებაზე დიდი ხანია საუბარი მიდის, ოღონდ შესაძლებელია გაუქმება არა პირდაპირი ფორმით მოხდეს, შესაძლოა, აუკრძალონ რომელიღაც პროგრამების განხორციელება. მთელი ეს რეფორმა აგებულია აკრძალვაზე, შეზღუდვასა და ძალის გამოყენებით პროფესორების მოთვინიერებაზე“, - განაცხადა სიმონ ჯანაშიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×