რეზონანსი
08.02.2026

 ცვლილებები შედის გრანტების შესახებ კანონში, რომლის მთავარი მიზანი უცხოური გავლენისგან გამჭვირვალობის უზრუნველყოფა და ქართული პოლიტიკური სივრცის დაცვაა. საკანონმდებლო ცვლილებებით ზუსტდება გრანტების განმარტება, წესდება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა და დასჯადი ხდება გარე ლობიზმი.

მმართველი გუნდი განმარტავს, რომ ცვლილებების მთავარი არსი გამჭვირვალობა და საზოგადოების ინფორმირებაა ქვეყანაში შემოსულ უცხოურ ფულთან დაკავშირებით, რომელიც ხშირ შემთხვევაში რევოლუციურ სცენარებს ხმარდება.

"მთავარი იდეაც და მიზანიც ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის გაძლიერება და თავდაცვითი დემოკრატიის ერთ-ერთი მთავარი პრინციპის დემოკრატიულ საზოგადოებაში, ამის საფუძვლების და ხელშესახები მექანიზმების უზრუნველყოფაა. ნებისმიერ გრანტს სჭირდება მთავრობის თანხმობა. თუ თანხა შემოდის უცხოეთიდან მას მოჰყვება უცხოური ინტერესი და არ შეიძლება, რომ პარტია უცხოურ ინტერესს ატარებდეს", - აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×