რეზონანსი
08.02.2026

„ხალხის ძალის” წევრი, ლევან კოჭლოშვილი, უკრაინის პარლამენტის საფინანსო კომიტეტის თავმჯდომარის, დანიელ გეტმანეცის განცხადებას ეხმიანება, რომლის თქმითაც: “თუ საერთაშორისო პარტნიორებთან საჭირო შეთანხმებები შეფერხდება, ქვეყანა შეიძლება დარჩეს კრიტიკული დაფინანსების გარეშე, რაც პირდაპირ აისახება სოციალურ დახმარებებსა და გადახდებზე”.

კოჭლოშვილი აღნიშნავს, რომ გეტმანეცის განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ მოცემულობას, რომ როდესაც სახელმწიფო სუვერენიტეტს კარგავს და ევრო-ბიუროკრატების გავლენის ქვეშ ექცევა მისთვის შედეგები მძიმეა.

მისივე თქმით, უკრაინის მაგალითზე კიდევ უფრო ნათელია საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული დამოუკიდებელი პოლიტიკური ნაბიჯების სისწორე, რომ „სუვერენიტეტი და მშვიდობა არ იყო ემოციური არჩევანი - ეს იყო პასუხისმგებლობიანი გადაწყვეტილება საკუთარი ხალხის დასაცავად”.

„უკრაინის პარლამენტის საფინანსო კომიტეტის თავმჯდომარის, დანიელ გეტმანეცის, განცხადება ნათლად ასახავს სერიოზულ რისკს:

თუ საერთაშორისო პარტნიორებთან საჭირო შეთანხმებები შეფერხდება, ქვეყანა შეიძლება დარჩეს კრიტიკული დაფინანსების გარეშე, რაც პირდაპირ აისახება სოციალურ დახმარებებსა და გადახდებზე.

ეს განცხადება კიდევ ერთხელ გვაჩვენებს ერთ უხერხულ რეალობას: როდესაც ქვეყანა ევრო-ბიუროკრატიული გავლენების ქვეშ ექცევა და საკუთარ პოლიტიკურ პროცესებზე კონტროლს კარგავს, საბოლოო შედეგი ყოველთვის მძიმეა. უკრაინის მაგალითი თვალწინ გვაქვს - დიდი დაპირებები, ხმამაღალი მხარდაჭერა და ბოლოს: ფინანსური გაურკვევლობა, რისკი სოციალურ გადახდებზე და ქვეყანა, რომელიც მუდმივად დამოკიდებული გახდა გარე გადაწყვეტილებებზე, გავცობადი ოკუპაციის პირობებში.

ამ კონტექსტში ცხადია: საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას რომ არ შეენარჩუნებინა დამოუკიდებელი პოლიტიკური კურსი და ბრმად გაჰყოლოდა გარედან ნაკარნახებ პოლიტიკას, ჩვენც ზუსტად იმავე საფრთხის წინაშე დავდგებოდით. სუვერენიტეტი და მშვიდობა არ იყო ემოციური არჩევანი - ეს იყო პასუხისმგებლობიანი გადაწყვეტილება საკუთარი ხალხის დასაცავად“, - წერს კოჭლოშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×