რეზონანსი
08.02.2026

საჯარო დებატები ფასების რეგულირებაზე - მთავრობის მეთაური და ეკონომიკის მინისტრი, ოპონენტების პირისპირ ხვალ, "რუსთავი 2-ის" ეთერში დასხდებიან. დისკუსიაში ერთვებიან, საპარლამენტო და არასაპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფები.

დებატებში მონაწილეობას მიიღებენ კერძო სექტორის წარმომადგენლებიც. პოზიცია ისევ შეცვალა გახარიას პარტიამ, მათ გადაცემის გუნდს აცნობეს, რომ წინა დებატებისგან განსხვავებით, ორშაბათს დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ.

სურსათი, მედიკამენტები და საწვავი, - პოლიტიკური დებატები მთლიანად ფასების რეგულირების თემას დაეთმობა. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ მნიშვნელოვანია ყველა კითხვაზე საზოგადოებას პასუხები პირველი პირებისგან ჰქონდეს და ამას პრემიერის დებატებში მონაწილეობაც ადასტურებს.

პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი გაბუნიას თქმით, დებატები ძალიან მნიშვნელოვანია და ინიციატივა, რომელიც პრემიერ-მინისტრმა გააჟღერა დებატებთან დაკავშირებით, იყო ძალიან დროული, ვინაიდან საზოგადოებაში არსებობს უამრავი საკითხი, რომელიც საჭიროებს განხილვას.

"დებატები ძალიან მნიშვნელოვანია და ინიციატივა, რომელიც პრემიერ-მინისტრმა გააჟღერა დებატებთან დაკავშირებით, იყო ძალიან დროული, ვინაიდან საზოგადოებაში არსებობს უამრავი საკითხი, რომელიც საჭიროებს განხილვასა და საჭიროებს ჯანსაღ დისკუსიას. ჩვენ თავშივე განვაცხადეთ, რომ ჩვენთვის მიუღებელია დისკუსია და დებატები იმ რადიკალურ ჯგუფებთან, რომლებიც იმართებიან გარედან, რომლებსაც არ აქვთ საკუთარი პოზიცია და შეუძლებელია ჩვენ ისინი განვიხილოთ ოპონენტებად. შესაბამისად, ჩვენთვის, ნებისმიერი ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანი, რომელსაც აწუხებს ქვეყნის ბედი და ქვეყანაში მიმდინარე პრობლემები, ჩვენთვის მისაღებია მათთან საუბარი, დისკუსია და ჩვენ ამისთვის ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ფორმატში მზად ვართ", - განაცხადა გიორგი გაბუნიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×