
ბენიამინ ნეთანიაჰუ დონალდ ტრამპს შეხვდება, - ინფორმაციას გამოცემა Axios-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ვაშინგტონში 11 თებერვალს შეხვდება.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის განცხადებით, შეხვედრაზე მხარეები ირანთან მოლაპარაკებების საკითხს განიხილავენ.
„პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ ნებისმიერი მოლაპარაკება ბალისტიკურ რაკეტებზე შეზღუდვასა და ირანის ღერძისთვის მხარდაჭერის შეწყვეტას უნდა მოიცავდეს“, - აცხადებს ისრაელის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაცია.
შეგახსენებთ, აშშ-სა და ირანს შორის ბირთვული შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები ომანში პარასკევს გაიმართა. ომანის დედაქალაქ მასკატში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ აბას არაღჩის, აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი შეხვდნენ. დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებები „ძალიან კარგი“ იყო.