რეზონანსი
08.02.2026

ჩინეთმა შეერთებული შტატები გააფრთხილა, რომ ტაივანისთვის იარაღის მიწოდებამ შესაძლოა, ჩაშალოს დონალდ ტრამპის ვიზიტი პეკინში - ამის შესახებ Financial Times-ი წერს.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, სი ძინპინმა ტაივანისთვის იარაღის გაყიდვის საკითხი ოთხშაბათს ტრამპთან სატელეფონო საუბრის დროსაც წამოჭრა და ხაზი გაუსვა, რომ აშშ "ტაივანისთვის იარაღის გაყიდვის საკითხს გონივრულად უნდა მიუდგეს".

გამოცემის ცნობით, ჩინეთმა "სერიოზული შეშფოთება" გამოთქვა Patriot-ის, NASAMS-ის და სხვა შეიარაღების სისტემების ტაიპეიში შესაძლო გადაცემასთან დაკავშირებით. დახმარების პაკეტის საერთო ოდენობამ შესაძლოა 20 მილიარდ დოლარს მიაღწიოს.

პეკინში ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ეს საფრთხეს უქმნის აშშ-ისა და ჩინეთის ლიდერების დაგეგმილ შეხვედრას, რომელიც აპრილში უნდა გაიმართოს.

თუმცა, წყაროების ცნობით, ზოგიერთი ამერიკელი ოფიციალური პირი მიიჩნევს, რომ ჩინეთი ბლეფს მიმართავს და ვიზიტს რეალურად არ გააუქმებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×