რეზონანსი
08.02.2026

ისტორიაში პირველად, ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე, საქართველოს ფიგურული ციგურაობის ნაკრები გუნდური ასპარეზობის ფინალში გავიდა. მოკლე პროგრამაში საქართველო ნიკა ეგაძემ წარადგინა, რომლის გამოსვლა 84.37 ქულით შეფასდა. მან საქართველოს 5 გუნდური ქულა მოუტანა.

საბოლოოდ კი, საქართველომ 25 გუნდური ქულა დააგროვა რითაც ფინალში მოხვდა.

ფინალურ ეტაპზე დიანა დევისმა და გლებ სმოლკინმა სპორტულ ცეკვებში თავისუფალი პროგრამა უკვე წარადგინეს და მე-4 პოზიცია დაიკავეს.

დღესვე თავისუფალ პროგრამას წარადგენენ ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა (22:30), ანასტასია გუბანოვა (23:45) და ნიკა ეგაძე (00:55).

საქართველოს ნაკრებთან ერთად ტურნირის ფინალში მონაწილეობენ: იაპონია, იტალია, კანადა, აშშ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×