რეზონანსი
07.02.2026

ჩინეთი და საქართველო, ორივე უძველესი ცივილიზაციებია, რომლებიც აფასებენ მშვიდობასა და განვითარებას, ასევე სტრატეგიული პარტნიორებიც, რომლებიც ყოველთვის პატივს სცემდნენ და თანასწორად ეპყრობოდნენ ერთმანეთს, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა ჭოუ ციენმა. ელჩის თქმით, ჩინეთი აფასებს საქართველოს დიდი ხნის ერთგულებას „ერთი ჩინეთის პრინციპის მიმართ“ და მზადაა, ითანამშრომლოს საქართველოსთან, რათა გააგრძელონ ერთმანეთის მტკიცე მხარდაჭერა სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში.

„ამჟამინდელი მსოფლიო ვითარება არასტაბილურია. მეორე მსოფლიო ომის შემდგომ საერთაშორისო წესრიგზე და საერთაშორისო ურთიერთობების ნორმებზე ჰეგემონიზმმა მძიმე გავლენა მოახდინა, მსოფლიო „ჯუნგლების კანონში“ დაბრუნების რეალური საფრთხის წინაშე დგას. დავოსის ფორუმზე ბოლო დროს გაკეთებულმა განცხადებებმა გამოააშკარავა, რომ რამდენიმე ქვეყანა, „წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის“ საფარქვეშ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციას გვერდს უვლის და საკუთარ სისტემას ქმნის, ჰეგემონიურ და ნეოიმპერიალისტურ პრაქტიკას იყენებს და კოლონიური ეპოქის „ძლიერის გადარჩენის“ მენტალიტეტს უბრუნდება. ეს ძირს უთხრის მსოფლიო მშვიდობასა და სტაბილურობას და წინააღმდეგობაში მოდის ისტორიული განვითარების ტენდენციასთან, მას ხალხი არასდროს დაუჭერს მხარს.

ყოველი სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა და მათ შიდა საქმეებში ჩაურევლობა, როგორც ეს გაეროს წესდებაშია გათვალისწინებული, საერთაშორისო ურთიერთობების ფუნდამენტური პრინციპებია. ტაივანის ჩინეთში დაბრუნება მეორე მსოფლიო ომის შედეგებისა და ომისშემდგომი საერთაშორისო წესრიგის მნიშვნელოვანი ნაწილია. ერთი ჩინეთის პრინციპი საერთაშორისო საზოგადოების, მათ შორის საქართველოს, უნივერსალური კონსენსუსი და საერთაშორისო ურთიერთობების საყოველთაოდ აღიარებული ძირითადი ნორმაა.

ჩინეთი და საქართველო, ორივე უძველესი ცივილიზაციებია, რომლებიც აფასებენ მშვიდობასა და განვითარებას და ასევე სტრატეგიული პარტნიორებიც, რომლებიც ყოველთვის პატივს სცემდნენ და თანასწორად ეპყრობოდნენ ერთმანეთს. ჩინეთი აფასებს საქართველოს დიდი ხნის ერთგულებას „ერთი ჩინეთის პრინციპის“ მიმართ და მზადაა, ითანამშრომლოს საქართველოსთან, რათა გააგრძელონ ერთმანეთის მტკიცე მხარდაჭერა სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში, გააძლიერონ ურთიერთნდობა თანამშრომლობის გზით და გადადგან კონკრეტული ნაბიჯები გაეროზე დაფუძნებული საერთაშორისო სისტემის, საერთაშორისო სამართალზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის და გაეროს წესდების მიზნებსა და პრინციპებზე დაფუძნებული საერთაშორისო ურთიერთობების ძირითადი ნორმების დასაცავად. ჩინეთი მზადაა, საქართველოსთან ერთად ააშენოს კაცობრიობის საერთო მომავლის მქონე საზოგადოება“, - აღნიშნა ჭოუ ციენმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×