რეზონანსი
06.02.2026

მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ეკა კუპატაძეს „ნანუკა ჟორჟოლიანის“ გადაცემა ესტუმრა, სადაც გიგას ცხოვრებაზე, მკვლელობაზე და მიმდინარე გამოძიებაზე ისაუბრა.

„მე ძალიან კარგი შვილი მყავდა! ჩვენ ბევრი ღრმად მორწმუნე ადამიანი გვისმენს და შესაძლოა, ჩემი ნათქვამი არ მოეწონოს მაგრამ, ძალიან შეეშალა ღმერთს გიგასთან. მე ისეთი ცხოვრება გავიარე ჩემთანაც შეეშალა…

ზენიტში ვიყავი, ზენიტში… და უცებ დამანარცხა ცხოვრებამ. 

ყველაფერი მე გავაკეთე… ყველაფერი. მკვლელობის იარაღიც მე ვიპოვე. ამ მუხლებსაც მე დავალაგებ…

სულ მიკვირდა ყველა დედის, ვისაც შვილი უკვდებოდა და ღამე ლოგინში ათევდნენ…“, – აცხადებს ეკა კუპატაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×