რეზონანსი
06.02.2026

პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში, მეჩეთში, პარასკევის ლოცვის დროს, თვითმკვლელი ტერორისტის მიერ მოწყობილი აფეთქების შედეგად, სულ მცირე 31 ადამიანი დაიღუპა და 169 დაშავდა. ინფორმაციას dailymail-ი ავრცელებს. შემთხვევის ადგილზე გადაღებულ ფოტოებზე ჩანს სისხლიანი ცხედრები, მინის ნამსხვრევებით, ნანგრევები და პანიკაში მყოფი მლოცველები.

პოლიციის ინფორმაციით, აფეთქება შიიტურ მეჩეთში მოხდა. მათივე ცნობით, თავდამსხმელი მეჩეთის კარიბჭესთან შეაჩერეს, სანამ ბომბს აფეთქებდა. ისლამაბადის კომისრის მოადგილემ, ირფან მემონმა დაადასტურა, რომ დაღუპულთა რიცხვი 31-მდე გაიზარდა.

„აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 31-მდე გაიზარდა. საავადმყოფოებში გადაყვანილი დაშავებულების საერთო რაოდენობა 169-მდე გაიზარდა“, - განაცხადა მემონმა.

მაშველები და თვითმხილველები იუწყებიან, რომ დაშავებულთაგან ზოგიერთი კრიტიკულ მდგომარეობაშია. ისლამაბადის პოლიციამ დაადასტურა, საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×