
მიშო ქავთარაძის მკვლელობის საქმეზე ორი სპეცრაზმელი დააკავეს. თორნიკე გოგიძე და ოთარ მარანელი გუშინ აიყვანეს. ორივე სპეცრაზმელის გვარი ახალგაზრდა ბიჭის მკვლელობის საქმეში ფიგურირებს. ამჟამდ პროცესი საქალაქო სასამართლოში დღეს იმართება და ცოტა ხნის წინ სასამართლოს ეზოში დაკავებული სპეცრაზმელების ოჯახის წევრებსა და მოკლული მიშო ქავთარაძის ოჯახის წევრებს შორის დაპირისპირება იყო, რაც მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა განმუხტეს.
"სამართალმა იზეიმა! ჩემი ძმის მიშო ქავთარაძის მკვლელობაში ორი თანამონაწილე სპეცრაზმელი თორნიკე გოგიძე და ოთარ მარანელი უკვე დაკავებულია!!! ხვალ გაიმართება სასამართლო!!! კადრებში ნათლად და გარკვევით ჩანს და თვითონ თ.გოგიძეც აღიარებს თუ როგორ უსწორდება, დაჭრილ და ნახევრად უგონოდ ძირს დაცემულ მიშოს!!! ის ბოლო წამი იყო ზუსტად მიშოს გადარჩენის! ძალიან მძიმე და მნიშვნელოვანი დღეა ჩემი და ჩემი ოჯახისთვის და დარწმუნებული ვარ, იმ სამართლიან განაჩენს გამოიტანს მოსამართლე, რისთვისაც დეიდაჩემმა, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით თავი შეაკლა!" - წერს მოკლული ბიჭის დეიდაშვილი ანი ფაცაცია.
უმძიმესი დანაშაული გასული წლის 21 დეკემბერს ვარკეთილში მოხდა. ახალგაზრდებს შორის მომხდარი შელაპარაკება სისხლისღვრით დასრულდა. სამწუხაროდ, ოთხი ადამიანი დაჭრეს, მათგან ერთი ახალგაზრდა, დედისერთა ბიჭი, 23 წლის მიშო ქავთარაძე მიყენებული დაზიანებით კლინიკაში მისვლისთანავე გარდაიცვალა.
სამართალდამცავებმა მაშინ მომხდარზე, ოფიციალური ინფორმაციაც გაავრცელეს და ცნობილია, რომ განზრახ მკვლელობის და მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1 პირი ცხელ კვალზე დააკავეს. ასევე გავრცელდა სათვალთვალო კამერის კადრები, რომელიც ტრაგედიის ადგილზე იყო გადაღებული.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე