
ქართული სოციალური ქსელების ყველაზე რეიტინგული სახე, მარიამ შუკაკიძე, რომლის ყოველ ნაბიჯს 7 მილიონზე მეტი ადამიანი ადევნებს თვალს, ყურადღების ცენტრშია. თუმცა, ამჯერად საქმე მის გლამურულ ცხოვრებას კი არა, პირად დრამას ეხება. ხანგრძლივი დუმილისა და უამრავი კითხვის შემდეგ, ინფლუენსერმა დაადასტურა ის, რაზეც კულუარებში დიდი ხანია საუბრობდნენ - ის და დავით ბოლქვაძე ერთმანეთს დაშორდნენ.
მარიამი ღიად საუბრობს იმ სირთულეებზე, რაც 8-წლიანი ურთიერთობის დასრულებას ახლავს. მიუხედავად ათასგვარი ვერსიისა, რომელიც ინტერნეტსივრცეში ვირუსულად გავრცელდა, ის მაინც ინარჩუნებს სიმშვიდეს და აცხადებს, რომ ოჯახური კრიზისის რეალურ მიზეზს "ფარდა არასდროს აეხდება“.
"ამბები" მარიამ შუკაკიძეს დაუკავშირდა:
"ბევრს ვფიქრობდი, როგორ გამეზიარებინა ხალხისთვის ეს ამბავი. როცა უკვე გადავლახე და მზად ვიყავი ყველანაირი რეაქციისთვის, მაშინ გავბედე თქმა. სიმართლე გითხრათ, სულ სხვა რამეს ველოდი, მაგრამ უფრო მეტი მხარში დგომა და გამხნევება მივიღე.
იყო ისეთი კომენტარებიც, ასე ერთ დღეში როგორ შორდებიანო, მაგრამ ეს არ იყო ერთ დღეში მიღებული გადაწყვეტილება.
ვინც თვალს ხშირად მადევნებს, ისინი უფრო ადრე ხვდებოდნენ და დაინტერესებულები იყვნენ, რატომ აღარ ვჩანდით ბოლო 2 წლის განმავლობაში. სამწუხაროდ, არ მსურს დეტალებზე საუბარი“, - აღნიშნა მარიამ შუკაკიძემ.
წყარო: ambebi.ge
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე