
მომღერალ სალომე ბაკურაძის ცხოვრებაში კარიერული სიახლეებია - იგი „რუსთავი2“-ის არხზე გადაცემა „დილა მშვიდობისა საქართველოს“ გუნდს შეუერთდა.
ამჯერად „რუსთავი 2“ მომღერლის ემოციური ინტერვიუდან ამონარდს ავრცელებს, რომელსაც მაყურებელი 5 თებერვალს ნახავს „შუა დღის“ ეთერში.
„ერთხელ და ბოლოჯერ შევეხები ამ თემას, რადგან ყველა ჯერზე ამის გახსენება არის... არც მივიღებდი ალბათ დიდხანს ამ ყველაფერსაც...
იქვე ახლოს მყოფი ადამიანები ისე აკეთებდნენ ყველაფერს ვერც ვერაფერს გვეუბნებოდნენ, თუმცა ცდილობდნენ არ ვყოფილიყავით ილუზიებში“, - ამბობს სალომე ბაკურაძე.
სალომე ბაკურაძის მეუღლე, რესტორან „ქვევრის“ მფლობელი ლაშა ბასლანძე 40 წლის ასაკში გარდაიცვალა, იგი 2025 წლის 4 ნოემბერს დაკრძალეს. მისი გარდაცვალების ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა ახლობლები გულის შეტევაზე საუბრობენ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე